ითამაშებს თუ არა კვარაცხელია იტალიის თასზე?

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, "ნაპოლი" იტალიის თასზე "ფროზინონეს" დაუპირისპირდება.

Tuttonapoli-ს ცნობით, დღევანდელ შეხვედრაში "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი შემადგენლობაში ცვლილებებს განახორციელებს.

ძირითად თერთმეტეულში ვიხილავთ ელიფ ელმასს, მარიო რუის, ნათანს, კაიუსტესა და სიმეონეს. დიდი ალბათობით, ფრანკ-ზამბო ანგისა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, ისევე, როგორც ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.

წყაროს ინფორმაციით, ხვიჩა და ვიქტორი თამაშში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ "ნაპოლის" მატჩის მოგება ძალიან გაუჭირდება.

alt"ოსიმენმა და კვარაცხელიამ კრიზისი გადალახეს და "ბარსელონასთვის" საფრთხეს წარმოადგენენ" - ესპანური მედია "პარტენოპეის" პლუსებსა და მინუსებზე წერს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული