"ლაიფციგმა" ელმასს სუპერშეთავაზება გაუკეთა

AutoSharing Option
"ლაიფციგს" "ნაპოლის" ნახევარმცველის, ელიფ ელმასის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანული კლუბი ჩრდილომაკედონელი ფეხბურთელის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად შეეცდება.

ცნობილია, რომ "ლაიფციგი" "ნაპოლის" 30 მილიონ ევროს, ხოლო თავად ფეხბურთელს გაუმჯობესებულ ხელფასს სთავაზობს. გერმანელებს ელიფის დამატება გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა მოთამაშის გაყიდვა არ ისურვა.

გამოცემის ინფორმაციით, ელმასს "ლივერპულიც" აკვირდება.

შეგახსენებთ, 24 წლის ფეხბურთელს "ნაპოლისთან" მიმდინარე კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, რაც ტრანსფერის შანსს ზრდის.

alt"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის -

"ნაპოლის" პასუხი ცნობილია

altხვიჩას კონკურენტი და მეგობარი - ელმასი ომით, დილემებითა და ბევრი განსაცდელით ნეაპოლამდე...

მკითხველის კომენტარები / 6 /
დროზე წავიდეს, რომ 7 ნომერი გადაეცეს ვისაც ეკუთვნის იმას.
ეეე
19 დეკემბერი 2023 20:11
8
ყველა ვარიანტში 7-ს აირჩევს.. ლეაომაც და კიეზამაც შეცვალეს ამ სეზონში
toti
20 დეკემბერი 2023 10:13
1
KK77 უკვე ბრენდია.
ფეოლა
19 დეკემბერი 2023 22:56
1
ყველა გამოხმაურება
წუწურაქი სოლომონ ისაკიჩ დე ლაურენტისის ფონზე, ნებისმიერი საშუალო ევროპული კლუბების შეთავაზებები ნაპოლის ფეხბურთელებისთვის, სუპერშეთავაზება გამოდის.
გოგია
19 დეკემბერი 2023 20:07
5
ელმასი ძალიან კარგი ფეხბურთელია და იმსახურებს ძირითადში თამაშს ვფიქრობ ნაპოლიმ არ უნდა გაყიდოს მითუმეტეს რამოდენიმე ფეხბურთელის. გასხვისებას თუ აპირებს.
გიორგი
19 დეკემბერი 2023 17:20
2

სიახლეები პოპულარული