"ნაპოლისა" და არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 38 წლის ესეკიელ ლავეცი, ოჯახში ფინანსურ საკითხზე ჩხუბისას მუცლის არეში დანით დაჭრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, - იტყობინება FM Gente-ს ჟურნალისტი ალექსის კადიმარა.
ინციდენტი ურუგვაის ქალაქ პუნტე-დალ-ესტეში მოხდა. ჭრილობის გარდა, ლავეცის ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი.
მალდონადოს პოლიცია ეჭვობს, რომ ჩხუბი შეიძლება ნარკოტიკებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და ესეკიელი კიბიდან მაშინ დაგორდა, როდესაც ნათურის გამოცვლას ცდილობდა.
ლავეციმ ფეხბურთელის კარიერა 2019 წელს ჩინეთის "ჰებეი ჩაინა ფორჩუნში" დაასრულა.