"რეალის" მცველმა დავიდ ალაბამ "ვილიარეალთან" მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც ავსტრიელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაცია "სამეფო კლუბმა" დაადასტურა.
Marca-ს ცნობით, ალაბას რეაბილიტაციას დაახლოებით 9 თვე დასჭირდება.
შეგახსენებთ, ანალოგიური ტრავმის გამო ანჩელოტის გუნდს ტიბო კურტუა და ედერ მილიტაოც ვერ ეხმარებიან.