"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს

AutoSharing Option
ევროპის სასამართლომ სუპერლიგის მხარე დაიჭირა და დაადგინა, რომ ფიფასა და უეფას ტურნირების ჩატარების განსაკუთრებული უფლება არ აქვთ.

კომპანია А22 Sports-მა, რომელიც სუპერლიგის შექმნითაა დაკავებული, განაცხადა, რომ ტურნირი ღიაა, მონაწილეები სპორტული დამსახურების პრინციპით შეირჩევიან, პარალელურად კი, კლუბები ეროვნულ ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას.

სუპერლიგაში, რომელიც სტარტს 2025 წელს აიღებს, 64 გუნდი სამ ლიგად დაიყოფა. მატჩები შუა კვირაში გაიმართება. იმოქმედებს დივიზიონებში გავარდნისა და აღზევების პრინციპი და ყველა გუნდი სეზონში მინიმუმ 14 შეხვედრას ჩაატარებს. თამაშების ტრანსლაციები უფასო იქნება.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უდავოდ "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გამარჯვებაა,
მაგრამ საქმე მთლად ასე მარტივადაც არ არის. ტურნირის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდნენ ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციები, ევროპის კლუბების ასოციაცია, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის სპორტის სამინისტრო, "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ინტერი", პსჟ, რომა", "მონაკო", "სევილია" და "ატლეტიკო". სუპერლიგაში ასპარეზობის შემთხვევაში პრემიერლიგაში ყველა კლუბს 30 ქულას ჩამოაკლებენ და 29 მილიონი ევროთი დააჯარიმებენ; არაა გამორიცხული, ჩემპიონშიფშიც დააქვეითონ.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არაფერს ცვლის, რამეთუ ისინი მთელ მსოფლიოში უკეთ არიან ორგანიზებული და ასე იქნება მუდამ, ხოლო უეფას თავკაცმა ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგას ზომბების ტურნირი უწოდა.

ამ ეტაპზე სუპერლიგის მხარდამჭერი მხოლოდ სამი სუბიექტია: "რეალი", "ბარსელონა" და "ნაპოლი", რომლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო სიხარული ვერ დამალა. "იუვენტუსს" ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებია.

კიდევ ერთი და მთავარი პრობლემა გადატვირთული კალენდარია. სუპერლიგაში სხვა კლუბები იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ მომხიბვლელი და ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება. ევროპის სასამართლოს ვერდიქტი კი სუპერლიგის პოლიტიკური გამარჯვებაა, რომელიც ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

ერთი სიტყვით, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა და ომში დამარცხებული მხარე სასიკვდილო დარტყმას მიიღებს.

alt"ამიერიდან ევროპული ფეხბურთის აწმყო და მომავალი საბოლოოდ კლუბების, ფეხბურთელების და მათი გულშემატკივრების ხელშია" - პერესი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

alt"გაუმარჯოს ძველ, სახალხო ფეხბურთს!" - გამოხმაურებები ევროპის სუპერლიგაზე...

altევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?

მკითხველის კომენტარები / 23 /
ამ სუპერლიგის მესვეურებს, თუ რამე ნამუსის ნატამალი აქვთ შერჩენილი (რაშიც დიდად მეპარება ეჭვი), თბილისის დინამო ქვედალიგაში უნდა მიიღონ.. ჩვენის მხრივ ცუდი არ იქნება, თუ ვცდიდით ამას - არც არაფერს ვკარგავთ და სიტუაციასაც უფრო მოეფინებოდა ნათელი..
OsimheN1
21 დეკემბერი 2023 23:44
3
აი სად დაგვეხა.
ეეე
21 დეკემბერი 2023 23:22
1
ისე გწყინთ სუპერ ლიგის შექმნის იდეა გეგონება ამით ქართულ გუნდებს რამე საფრთხე ექმნებათ, რა აზრი აქვს ქართული გუნდებისთვის ვინ რას შექმნის? ქვესკნელ ლიგა გააკეთეს და იქაც ვერ ვხვდებით.
dogi
21 დეკემბერი 2023 23:12
0
უკვე აღარ იციან ფული როგორ გააკეთონ. სულ გათახსირდნენ ეს ეგრეთწოდებული ფეხბურთის მამები
დავით 67
21 დეკემბერი 2023 23:00
1
ფეხბურთის მამები კი არა დროა გათახსირებული
სტალინი
22 დეკემბერი 2023 13:10
0
ხო იძახიან ძველი ნოსტალგია გუნდებიო და სადაც ცვერნა ზვეზდა იქაც დინამო
მოსე
21 დეკემბერი 2023 22:33
0
მარცხნიდან მამუკა დაამშვენებდა პერესს)
უბნის ბიჭებივით ხელგადახვეულები დადიან ))
გია_544
21 დეკემბერი 2023 22:17
1
მე თანახნა ვარ სუპერ ლიგის დიმამოს თუ მიიწვევენ და 100 მილიონსაც მოაყოლებენ
მოსეხინელი
21 დეკემბერი 2023 21:58
4
ამ საკითხზე ერთ ერთი წინა სტატია იყო სადაც ვინმე გიგი ბერიძის პოსტი ქონდათ გადმოტანილი სადაც იძახდა რო მთელი ცხოვრება რეალის ფანია მარა ამის მერე აღარ უყურებს არცერთ თამაშს და უყურებს მხოლოდ მაღდ ფეხბურთს ნაპოლის საშვალებით. იქაც დავწერე რო ერთ ერთი პირველი ამ პროექტს დე ლაურენტისი შეუერთდებოდა, იმიტო რო ფინანსების არასწორად გადამაწილების გამო აგინებს სულ უეფას. და არ გასულა რამოდენიმე საათი და ესეც მოხდა. დარწმუნებული ვარ აბსოლიტურად ყველა გუნდი შეუერთდება ამ პროექტს, ჯერ მარტო მომაწილეობისთვის გუნდს 300 მილიონს აძლევენ, ეს იმ დროს როცა ლიგის მოგება 90 მილიონად ფასობს. ასე რომ წარმოუდგენელია ესეთ ფულზე ვინმემ უარი თქვას გარდა არაბების გუნდებისა. ან სიტი და პეჟე რა სამართლიანობის პრინციპზე ლაპარაკობენ გუნდებს უმდიდრესი ქვეყნები უდგას უკან და სანამ მე ეს კომენტარი დავწერე მათმა მფლობელებმა კი გამოიმუშავეს რამოდენიმე მილიონი მინიმუმ. ასე რომ სუპერ ლიგა აუცილებლად შედგება.
asa
21 დეკემბერი 2023 21:29
1
არფ მჭირდება მაგათი ტრანსლაციები.არ ვუყურებ.ნეტავი ხვიჩაც წამოვიდეს,დროზე.უნამუსო დე ლავრენტისს,მილიარდი მოუნდა და ფეხბურთელებისათვის,კაპიკი ენანება.
სოსო
21 დეკემბერი 2023 21:04
6
Wavida axali seriali:)))aurelios ki unda ,magram seria A s prezidentma moikveteba yvela gundi romelic super ligashi shevao...
L.J .
21 დეკემბერი 2023 20:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული