"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს

AutoSharing Option
ევროპის სასამართლომ სუპერლიგის მხარე დაიჭირა და დაადგინა, რომ ფიფასა და უეფას ტურნირების ჩატარების განსაკუთრებული უფლება არ აქვთ.

კომპანია А22 Sports-მა, რომელიც სუპერლიგის შექმნითაა დაკავებული, განაცხადა, რომ ტურნირი ღიაა, მონაწილეები სპორტული დამსახურების პრინციპით შეირჩევიან, პარალელურად კი, კლუბები ეროვნულ ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას.

სუპერლიგაში, რომელიც სტარტს 2025 წელს აიღებს, 64 გუნდი სამ ლიგად დაიყოფა. მატჩები შუა კვირაში გაიმართება. იმოქმედებს დივიზიონებში გავარდნისა და აღზევების პრინციპი და ყველა გუნდი სეზონში მინიმუმ 14 შეხვედრას ჩაატარებს. თამაშების ტრანსლაციები უფასო იქნება.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უდავოდ "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გამარჯვებაა,
მაგრამ საქმე მთლად ასე მარტივადაც არ არის. ტურნირის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდნენ ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციები, ევროპის კლუბების ასოციაცია, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის სპორტის სამინისტრო, "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ინტერი", პსჟ, რომა", "მონაკო", "სევილია" და "ატლეტიკო". სუპერლიგაში ასპარეზობის შემთხვევაში პრემიერლიგაში ყველა კლუბს 30 ქულას ჩამოაკლებენ და 29 მილიონი ევროთი დააჯარიმებენ; არაა გამორიცხული, ჩემპიონშიფშიც დააქვეითონ.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არაფერს ცვლის, რამეთუ ისინი მთელ მსოფლიოში უკეთ არიან ორგანიზებული და ასე იქნება მუდამ, ხოლო უეფას თავკაცმა ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგას ზომბების ტურნირი უწოდა.

ამ ეტაპზე სუპერლიგის მხარდამჭერი მხოლოდ სამი სუბიექტია: "რეალი", "ბარსელონა" და "ნაპოლი", რომლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო სიხარული ვერ დამალა. "იუვენტუსს" ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებია.

კიდევ ერთი და მთავარი პრობლემა გადატვირთული კალენდარია. სუპერლიგაში სხვა კლუბები იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ მომხიბვლელი და ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება. ევროპის სასამართლოს ვერდიქტი კი სუპერლიგის პოლიტიკური გამარჯვებაა, რომელიც ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

ერთი სიტყვით, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა და ომში დამარცხებული მხარე სასიკვდილო დარტყმას მიიღებს.

alt"ამიერიდან ევროპული ფეხბურთის აწმყო და მომავალი საბოლოოდ კლუბების, ფეხბურთელების და მათი გულშემატკივრების ხელშია" - პერესი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

alt"გაუმარჯოს ძველ, სახალხო ფეხბურთს!" - გამოხმაურებები ევროპის სუპერლიგაზე...

altევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?

მკითხველის კომენტარები / 23 /
გუნდი,რომელიც ფროზინონესთან 0-4 აგებს.ასეთ გუნდს რა ესაქმება სუპერლიგაში.
ვაგნერი ჯანაშია.
23:36 22-12-2023
0
სუპერლიგა, მოგვწონს ჩვენ თუ არა, მაინც შედგება ( ასეთია ბიზნესის კანონი), მაგრამ აქ მთავარი საკითხია თუ როდის და რა ფორმით. ბრიტანულ კლუბებს ისედაც უწევთ 5 სხვადასხვა სახის გათამაშებებში მონაწილეობა. ან უნდა შეელიონ რომელიმეს,ანდა უნდა სუპერლიგა ( განსხვავებით ნბა და ნეიჩეილისგან) უნდა იყოს შეცვლადი. ე.ი. ბოლო ადგილზე გასული კლუბები უნდა გადიოდნენ სუპერლიგისან და ისინი უნდა შეცვალოს რომელიმე ეროვნული ჩემპიონატის თუ სხვა გათამაშების გამარჯვებულმა გუნდებმა. ისე ძნელი იქნება ფეხბურთელებისათვის, წარმოუდგენელია რომ ყოველკვირეულად ითამაშონ 3-4 თამაში.
ფაქტი ერთია, რომ უეფა და ფიფა, როგორც არშემდგარი და კორუფციაში ჩაფლული ორგანიზაციები უნდა გაუქმდეს. ასევე ეროვნული ფეხბურთის ფედერაციები, რომლებიც მუდმივად თან ფულს იღებენ ფიფასა და უეფასგან, თანაც ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებას თხოულობენ. თუ ფეხბურთელები არიან პროფესიონალები,მაშინ კლუბებიც და მთლიანად ფეხბურთიც უნდა გახდეს პროფესიონალური ( ყოველგვარი დაფინანსებების გარეშე). როცა აწამოებ ბიზნესს( რეალურს და არა პოსტსაბჭოთა გაგებით),არ ელოდები რომ სახელმწიფომ დაგაფინანსოს.სადაც სახელმწიფო არ ერევა,იქ ქრება კორუფცია.
Walter White
16:44 22-12-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული