"ამ მომენტში მივხვდი, რომ გარსიას მოყვანა შეცდომა იყო... ელმასი უკვე გაყიდულია" - დე ლაურენტისის ვრცელი ინტერვიუ

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

კინოპროდიუსერმა დაადასტურა, რომ ელიფ ელმასის ტრანსფერი "ლაიფციგთან" უკვე შეთანხმებულია.

"როდის მივხვდი, რომ გარსიას გუნდში მოწვევა შეცდომა იყო? ეს მისი წარდგენის დღესვე გავაანალიზე, მას გუნდის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა. არადა, საკმარისი იქნებოდა, რომ სპალეტის დაწყებული საქმე გაეგრძელებინა.

ელმასი? ის უკვე გაყიდულია. ელიფს ყოველთვის თამაში სურს. მას არ ესმის, რომ გუნდისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო მაშინაც კი, თუ 90 წუთის განმავლობაში არ თამაშობ.

ზელინსკისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მან
ადრე თქვა, რომ კარიერის დასრულება "ნაპოლიში" სურს, თუმცა სურვილი და ქმედება ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

ოსიმენი? ვიმეორებ, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია და ამის შესახებ მალე გამოვაცხადებთ.

მინიმუმ სამი ტრანსფერის გაკეთებას ვგეგმავთ. დაცვას აუცილებლად გავაძლიერებთ. მსურს, ცენტრალური მცველი და მარჯვენა განაპირა მცველი შევიძინო, რომელიც დი ლორენცოს შემცვლელი იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ორი ნახევარმცველიც დავიმატოთ" - განაცხადა დე ლაურენტისმა.

alt"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს

მკითხველის კომენტარები / 9 /
გარსიას მოყვანაც შეცდომა იყო და გაშვებაც. კადრების შერჩევაში ეს კაცი ბიძინაზე სუსტი ყოფილა.
ჟორა გაბრიჭიძე
31 დეკემბერი 2023 17:39
0
ვის იმედზეა ეს კაცი ,თუ წაგებული თამაშები კვარას უნდა დააბრალოს ,არ ჩახვიდე კვარა ცენტრს იქეთ
გაგი
23 დეკემბერი 2023 15:49
0
ცენტრალური მცველი კიმი არ გყავდა ,მეტი არაა ჩემი მტერი ლავრენტი შენ ნაპოლი გააძლიერო.
ფედი
23 დეკემბერი 2023 15:46
0
იაფფასიან 3ფეხბურთელს შეიძენს და მერე ლინდსტრომივით გამოუსადეგარს გახდის
გენო
22 დეკემბერი 2023 23:35
0
ერთი წლის წინ რომ დავწერე, ამისი სიძუნწე გუნდს პრობლემებს შეუქმნის თქო, ზოგი შემომედავა - შენ რა იცი. ამან დაბალი ლიგის გუნდი ჩაიბარა და სადამდე აიყვანაო.
რაიმეს მიღწევა ერთია და მიღწეულის შენარჩუნება, ხშირად, უფრო ძნელია.
გოგია
22 დეკემბერი 2023 18:41
2
ნაპოლი ვერონადან ფარაონის და სალერნიტანოდან მაცცოკკის შეძენაზე მუშაობს_წერს იტალიური პრესა
რობი
22 დეკემბერი 2023 14:36
1
ამას მარჯვენა/მარცხენაც ერევა. მარცხენაა დასამატებელი, დი ლორენცო მიხედავს თავს
nika
22 დეკემბერი 2023 12:55
2
მარცხენა მცველი კი სჭირდება გუნდს, მაგრამ ამან მარჯვენა მცველი იპოვა საბითუმო ფასად და მაგ შანსს გაუშვებს ხელიდან? :))
გოგია
22 დეკემბერი 2023 18:37
1
საკუთარი ხელით მოკლა გუნდი!
NAPOLI!
22 დეკემბერი 2023 12:09
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული