პოჩეტინო: ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელს შევიძენთ

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი ზამთარში რამდენიმე მოთამაშეს შეიძენს.

"ამაზე ვმუშაობთ, სამიზნეები კი ახალგაზრდა ტალანტები არიან. გუნდს ტრანსფერები, განსაკუთრებით კი, ფორვარდი სჭირდება", - განაცხადა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, 2022 წელს "არისტოკრატები" ამერიკელმა ბიზნესმენმა ტოდ ბოელიმ შეიძინა, კლუბმა კი, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ტრანსფერებში 1 მილიარდ ევროზე მეტი გადაიხადა.

"ჩელსი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ პოჩეტინოს დაარბენინებენ სხვადასხვა კლუბებში და მაგის მოგებული არაფერი გამიგია.
ასეა ეს
15:37 22-12-2023
0

სიახლეები პოპულარული