"ნაპოლი" კრიზისშია, გარსია გვენატრება - ფედელე აღშფოთებულია

AutoSharing Option
"ნაპოლის" დიდმა გულშემატკივარმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Televomero-ს ეთერში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა და გუნდის დამრიგებელი ვალტერ მაცარი გააკრიტიკა.

"ჩემპიონატში ვერ ბრწყინავენ, იტალიის თასზე კი მეტოქე სათანადოდ არ დააფასეს, გუნდი ამ სეზონში ფაქტობრივად აღარაფრისთვის იბრძვის. იცით, ვინ გვენატრება? - რუდი გარსია. ფრანგის ხელმძღვანელობით "ნაპოლი" ჩემპიონატში მე-4 ადგილზე იყო, დღეს კი სად ვართ?

მაცარი საშინლად მუშაობს, "ნაპოლი" კრიზისშია", - განაცხადა ფედელემ.

„ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 დეკემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.

alt"სად გაქრა კვარაცხელია?" - რას წერს იტალიური პრესა

ხვიჩას შესახებ

alt"თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს "ნაპოლი" იყო"- რა თქვა მაცარიმ "რომასთან" მატჩის შემდეგ

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში

altკვარაცხელიას დიალოგი მოურინიოსთან - ორკაცნაკლული "ნაპოლი" "რომასთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამას მე დავარქვი იტალიელი ანდორა კავაზაშვილი.
მერე ისიც დავწერე-მართალი ყოფილა კრიტიკაშითქო,მაგრამ ახლა უკვე აურია ამან.
ეს არ იყო ერთი თვის წინ რო თქვა,გარსია არ იყო მოსაყვანი და მაცარიმ მართლა იცის გუნდი როგორ უნდა აათამაშოსო?
Levani
19:51 24-12-2023
2
თავის ადგილზეა ნაპოლი სადაც უნდა იყოს
!!!!
16:58 24-12-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული