"ისინი თავხედები არიან" - ფედელემ "ნაპოლის" ფეხბურთელები გააკრიტიკა

AutoSharing Option
"ნაპოლის" გულშემატკივარმა და ფაბიო კანავაროს ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.

ფედელეს თქმით, ნეაპოლური გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელი თავხედურად იქცევა, რაც კლუბის ხელმძღვანელობის არასწორი პოლიტიკითაა გამოწვეული.

"ჩემი აზრით, "ნაპოლის" ბოლოდროინდელი წაგებების დავიწყება რთული იქნება. რაც შეეხება მაცარის, ადრეც ვთქვი, ის ოჯახის ექიმივითაა, სპალეტის შემდეგ გუნდს სწორედ მისნაირი სპეციალისტი სჭირდებოდა, თუმცა "პარტენოპეის" ზოგიერთი ფეხბურთელი თავხედურად იქცევა და საკუთარ თავზე დიდი შეხედულება აქვს. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელობაა, რომლებმაც არასწორი არჩევანი გააკეთეს", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს
სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

alt"ნაპოლი" კრიზისშია, გარსია გვენატრება - ფედელე აღშფოთებულია

alt"ბარსელონა" ფავორიტია, თუმცა "ნაპოლის" ერთი უპირატესობა აქვს - რა თქვა ფედელემ

alt"კვარამ" დაცვაში არ უნდა ირბინოს - დე ლაურენტისის პროექტი ჩავარდა" - ნეაპოლში ვნებათაღელვაა, ფედელე კი სიმართლეს ამბობს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინ არის ეს ბებერი?
გიგი
23:04 27-12-2023
5
ამ ჩემისას, რა უნდა?
ვახო
22:51 27-12-2023
5

სიახლეები პოპულარული