"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ შესაძლოა, ზაფხულში "ნაპოლი" ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "როსონერის" ხელმძღვანელები პიოლის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და სეზონის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტეს მიწვევას გეგმავენ, ამით კი დე ლაურენტისმა ისარგებლა და სტეფანოსთან მოლაპარაკებები წამოიწყო.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, იტალიური პრესის მტკიცებით, "ნაპოლის" ამჟამინდელი თავკაცი ვალტერ მაცარი სეზონის ბოლოს გუნდს აუცილებლად დატოვებს.
პიოლიმ "როსონერი" 2019 წელს ჩაიბარა და "შავ-წითლებს" 2021/2022 წლების სეზონში 11-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა.
13:55 28-12-2023
დე ლაურენტისი სტეფანო პიოლისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვარლამ ჟორჟოლიანი მოდის!!
1
1
მართლა არაა ცუდი ვარიანტი უბრალოდ დაცვა არის გასაძლიერებელი და დემე კაიუსტე გასაშვები
18
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული