"ჩელსი" "ლევერკუზენის" ფორვარდის შეძენას ეცდება

AutoSharing Option
"ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლევერკუზენის" ბომბარდირ ვიქტორ ბონიფასით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ "არისტოკრატები" აივან ტოუნის (ბრენტფორდი) ან ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) შეძენას ვერ მოახერხებენ, ლონდონელები ნიგერიელი ფორვარდის გადაბირებას ეცდებიან.

ბონიფასმა მიმდინარე სეზონში "ლევერკუზენის" მაისურით 16 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ მუსლიმებისთვის (განსაკუთრებით რადიკალური შეხედულებების მქონეთათვის) ამ გუნდში თამაში რთულია, რაღა ჯვარი გკეთებია კისერზე და რა ამათი ფორმა გცვია! :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული