სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში სუპერლიგაზე კიდევ უფრო ბევრს საუბრობენ, რადგან რამდენიმე კვირის წინ ევროსასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ფიფამ და უეფამ 2021 წელს სუპერლიგის ფორმატის შექმნის დაბლოკვით კანონი დაარღვიეს.

ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა. მისი თქმით, ეს საგანგაშოა და საფეხბურთო სამყარომ სუპერლიგის შექმნა არ უნდა დაუშვას.

"ჩვენ ნამდვილ ვკარგავთ ძველ, ოქროს ტრადიციებს. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა. მათ არ ესმით, რომ ხალხი ყოველთვის ნამდვილ ფეხბურთს ირჩევს.

ადამიანებს ოცნებები უნდა ჰქონდეთ. არ უნდა დავკარგოთ იმედი, რომ პატარა
გუნდი დიდი გუნდის დამარცხებას ვერ მოახერხებს", - განაცხადა სპალეტიმ RAI-სთან ინტერვიუში.

alt"აი, ასეთი ადამიანია სპალეტი" - რა თქვა ბუფონმა

altგვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია - სპალეტიმ მესამე ადგილი დაიკავა

alt"გაინტერესებთ, "ნაპოლიში" მუშაობის დროს რა ვისწავლე?" - ლუჩანო სპალეტი

მკითხველის კომენტარები / 13 /
რამდენი სულით მოღალატე ყავს საქართველოს! მაგალითად ნიკოს ვინც დისლაიქი დაუწერა! კაცი ამბობს: გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, ევროკავშირის და ნატოს წევრს, ერთიანს და წარმატებულსო,რომ არ დაეთანხმები ამას, სულით მოღალატე ხარ, აბა რა ხარ?!
გიპნოზა
15:06 31-01-2024
1
სპალეტის მონდომებით კვარადონა დაემსგავსა ჩვეულებრივ,ევროპელ ფეხბურთელებს.სპალეტიმ წინ და უკან სირბილით გადაწვა ხვიჩა და დღეს რასაც ვხედავთ ხვიჩას თამაშში ასეთი უკუსვლა მართლა მისი დამსახურებაა.თამაშში განსხვავების შემქმნელი და შემოქმედი კვარადონა ჩვეულებრივ გუნდურ მოთამაშედ აქცია.სხვა მოთამაშეებიც გადაწვა,ამიტომ უჭირს ნაპოლის.ამას იტალიელთა სამარცხვინო ღ.ორი ლაურენტისიც ემატება,რომელიც ხვიჩას დისკრიმინაციით შოულობს მილიონებს...ლაურენტისს უნდა შეუსრულო,მერე კი მშვიდობითო უნდა მიაძახო...
გიგა
22:29 02-01-2024
27
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული