ფრენკი დე იონგმა განმარტა, რატომ თქვა უარი "იუნაიტედში" ტრანსფერზე

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა NOS-თან ინტერვიუში პრემიერლიგაში ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა შეეძლო, თუმცა "ბლაუგრანაში" თავს ბედნიერად გრძნობს.

"უკვე ჩემი ოცნების გუნდში ვთამაშობ. შეიძლებოდა თუ არა ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლით ჩემი კარიერა წინ წასულიყო? რა თქმა უნდა, მაგრამ "ბარსელონაში" ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა დე იონგმა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 11 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლით გამოიჩინა.

alt"ბარსელონა" მზადაა ზაფხულში ფრენკი დე იონგი გაყიდოს

alt დე იონგი:

"ბარსელონაში" დარჩენა ყოველთვის მინდოდა

altThe TImes: დე იონგი "ჩელსიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული