"შოკში ვარ" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, 38 წლის შემტევის ფიზიკური კონდიციებით აღფრთოვანებულია.

"არ დავმალავ, შოკში ვარ. 38 წლის ფეხბურთელი მოდის ვარჯიშზე და სურს, რომ ყველა დავალება საუკეთესოდ შეასრულოს. ვარჯიშებიდან ყოველთვის ბოლო მიდის.

ყველა პატარა დეტალს უდიდეს ყურადღებას აქცევს, რამაც შეიძლება მის სხეულზე გავლენა მოახდინოს. ყოველთვის ესაუბრება დიეტოლოგებს და ექიმებს, რათა საკუთარი ფიზიკური ფორმა გააუმჯობესოს და რაც მთავარია, ის ძალიან ბედნიერია", - განაცხადა მარტინესმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში რონალდომ არაბეთის პრო ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში
20 გოლის გატანა მოახერხა.

altკრიშტიანო რონალდოსა და მესის გარეშე - ბენზემამ თავისი "ოცნების გუნდი" დაასახელა

altმწვრთნელის გათავისუფლება ასე აღნიშნა - ბენზემას ჰეთ-თრიკი და სუპერ ასისტი "აბასთან" [VIDEO]

altადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?

მკითხველის კომენტარები / 4 /
დიახ კითხულობენ მაგრამ, ჩვენი მენტალური ცნობიერება ვერ ილექავს მსგავს მიდგომებს...
ავჭალიდან
20:54 03-01-2024
2
სწორედ ამიტომაა,დიდი ფეხბურთელი!
სოსო
20:45 03-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული