"აი, ასე სამარცხვინოდ მოექცნენ რონალდოს" - პორტუგალიელის ყოფილი თანაგუნდელი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა ერიკ ბაილიმ "მანკუნიანელთა" რიგებში კრიშტიანო რონალდოსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.

კოტდივუარელი ფეხბურთელის თქმით, "წითელი ეშმაკები" პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სამარცხვინოდ მოექცნენ.

"ის "მანჩესტერში" დაბრუნდა, როგორც ლეგენდა. პირადად ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო იყო. გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდა, თუმცა ასე სამარცხვინოდ მოექცნენ. ეს ასე არ უნდა მომხდარიყო", - განაცხადა ბაილიმ.

შეგახსენებთ, რონალდომ "ალ ნასრის" რიგებში მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 24 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

alt"შოკში ვარ" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა

altლეაო: შემიძლია რონალდოს დონეს მივაღწიო,

მაგრამ ეგოისტი არ ვარ

alt2023 წლის საუკეთესო ბომბარდირი - რონალდო გოლების გატანას აგრძელებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
რა მაინტერესებს იცით, მესიზე რომ რამე დაიდება,მესის ფანები მესიზე წერენ და რონალდო არც ახსენდებათ, რონალდოს ფანები კი გინდა მესიზე იყოს გინდა რონალდოზე, სულერთია, შემოვარდებიან და მესის დაეტაკებიან ხოლმე. თან რაღაც უსუსური მესიჯ ბოქსივით აქვთ - აქ ერთმა ისიც დაწერა იმდენი პენალტი დაუდეს არგენტინას რომ ჩემპიონი გახადესო. ამას ფინალი ეტყობა საერთოდ არ უნახავს - ორი პენალტით დასაჯეს არგენტინა,თქვენ წარმოიდგინეთ. და თან მეორე პენალტის დროს მსაჯმა "ვერ" დაინახა უპამეკანოს რომ გაშლილ ხელზე მოხვდა ბურთი და ისე მიუვიდა მბაპეს ვის დარტყმასაც მოყვა პენალტი. დაშოშმინდით რა ბოლობოლო კომიკურები ხართ!
საინტერესოა
02:02 05-01-2024
7
არ გინდა ძმაო ეს "მესის მხარეს ვიყავი". ყველა მესის ჰეიტერის ტიპიური ბაზარია. ფეხბურთისგანაც შორს ხარ ეტყობა, რადგან ისიც არ იცი, რომ ხავის და ინიესტას წასვლის მერეც ათრია მინგესებიანი და ბრაითვეითებიანი არეული ბარსა მესიმ პირადად, ჩემპიონიც გახადა და თასიც მოაგებინა. არ იცი ალბათ, არგენტინის ნაკრები პირადად ათამაშა მსოფლიოს ფინალში და სამჯერ - კოპა ამერიკას ფინალში. შემდეგ კოპაც მოაგებინა, ფინალისიმაც და მსოფლიო თასიც. არგენტინა არის სუსტი ჩემპიონი? კაი ერთი, ტაიმნახევარი მოედნიდან გააქრო საფრანგეთის უძლიერესი ნაკრები,და მხოლოდ დროზე ადრე რომ დაიჯერა გამარჯვება, მაშინ გაუჩნდა შანსი საფრანგეთს. არგენტინის ფეხბურთელების გვარები ნეტავ ვინ იცისო. ყველამ ვინც თუნდაც იგივე პრემიერ ლიგას ან ლა ლიგას უყურებს. შენც გირჩევ ხშირად უყურო ფეხბურთს მაშინ სასაცილო რამეებს აღარ დაწერ. და კიდევ თუ ასე გიყვარს რომალდო, მაგაში ცუდი არაფერია, გიყვარდეს რა, რა პრობლემაა. უბრალოდ ამისთვის არაა აუცილებელი მესიზე მართლაც სასაცილო რამეების წერა.
berg-ს
22:52 04-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული