"დე ლაურენტისმა მოგვატყუა" - პოლიტანოს აგენტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბმა მატეო პოლიტანომ შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი შეიცვალოს. იტალიელის დამატებით არაბული "ალ შაბაბი" ინტერესდება.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი პოლიტანოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ გააკეთა. მისი თქმით, "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტსა და გაუმჯობესებულ ხელფასს შეჰპირდა, თუმცა კინოპროდიუსერმა პირობა დაარღვია.

"დე ლაურენტისთან ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ კიდევ ზაფხულში ვისაუბრეთ, მოლაპარაკებები შემდგომ თვეებშიც გავმართეთ და პრეზიდენტი პირადად შემპირდა, რომ ამ საკითხს მალე მოაგვარებდა. არაბეთიდან შემოთავაზება მივიღეთ, ჩვენ კი გადაწყვეტილება "ნაპოლის" მივანდეთ.

აურელიომ კარგად იცის, პოლიტანო რას წარმოადგენს. დე ლაურენტისისგან
პასუხი მალევე უნდა მივიღოთ, რადგან დრო გადის და ეს მატეოსადმი უპატივცემულობაა", - განაცხადა ჯიუფრედიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" პოლიტანო მილანის "ინტერიდან" 2021 წელს, 13.7 მილიონ ევროდ შეიძინა.

altპოლიტანო ახალ გუნდს უახლოვდება

altშენცა, მატეო? - "ნაპოლის" შეიძლება პოლიტანოც დაემშვიდობოს

მკითხველის კომენტარები / 12 /
Ეს კაცი ახლა ხვიჩას ხლფასს მოუმატებს? კიდევ 3 წელი იგივე ხელფასზე მოწევს თამაში. გარედან ადვილია ლაპარაკი მაგრამ ხვიჩას ავს კაბალური კონტრააქტი და ჩემის აზრით ამაში მთავარი დამნაშავე ე.წ. აგენტია!
Ირაკლი
16:38 05-01-2024
2
აბა, რას იტყვთ გაზულუქებული ლაურენტესის დამცველებო? კარგი ადგილიდან ვინმე გარბოდეს, გაგიგიათ? ერთმანეთს ასწრებენ მწვრთნელები და ფეხბურთელები ნაპოლიდან გაქცევას. რაც უფრო მალე გაეცლება ხვიჩა ამ უვარგის კაცს, მით უკეთესი.
ბესო
16:25 05-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული