"გავათავისუფლებთ თუ არა მაცარის?" - "ნაპოლის" დირექტორის კომენტარი

AutoSharing Option
"ტორინოსა" და "ნაპოლის" (3:0) მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" სპორტულმა დირექტორმა მარიო მელუსომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

59 წლის საფეხბურთო სელექციონერის თქმით, მიუხედავად ბოლო პერიოდში "ნაპოლის" არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა, კლუბი მაცარის გათავისუფლებას არ განიხილავს.

"მაცარი 100%-ით ჩვენს გეგმებში შედის, მის გათავისუფლებას არ ვაპირებთ", - განაცხადა მელუსომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

altრატომ დაესწრო კონტე "ნაპოლის" მატჩს?

alt"ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი არაადეკვატურია" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლისა" და "ტორინოს" მატჩს გამოეხმაურა

altუსახური "ნაპოლი" "ტორინოსთან" განადგურდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბოლო 4 თამაში: ფროზინონესთან 0:4, რომასთან 0:2, მონცასთან 0:0, ტორინოსთან 0:3. პლუს სამი გაძევება ამ თამაშებში და მწვრთნელი 100% პროცენტით გეგმას მიყვება :))))
0
ჯუნტოლის შემდეგ მელუსო, სპალეტის შემდეგ გარსია - მაცარი - მაზარი...და ყველა ეს "ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები და სპორტული ჟურნალისტები " ფეხბურთელებს აფასებენ და უწერენ ბალებს, ნაცვლა იმისა, რომ სამართლიანი შეფასება მისცენ გუნდში მიმდინარე მოვლენებს. მარტო რუის 8 პასი შეეძლო თავისუფალი ხვიჩასთვის გაეკეთებია და ამის მაგივრად უკან და გვერდზე დაუწყო ბურთს გორება...თამაშის ხედვა და ტექნიკა რომ არა აქვს ნაპოლის ფეხბურთელების 90 % ვისაც გინდათ მედავეთ, ამას დაუმატეთ ინტრიგები რუი-ანგისა-ზელენსკის მხრიდან და კიდე ხვიჩაა ოროსანი? ინდივიდუალური სპორტის სახეობებშიც კი, როგორიცაა ჩოგბურთი, ნადალის შეფასებას გაეცანით, ფედერერ-ჯორკოვიჩთან თამაშებს როგორ აფასებს სანახაობრივი და ტექნიკური თვალსაზრისით და ვისთან უფრო გამოსდის თამაშები, მათთან თუ საშუალო დონის ჩოგბურთელებთან. კოლექტიურ სპორტში ეს ხარისხი კიდევ უფრო თვალშისაცემია...გიჟები ყოფილან ტოპ-გუნდების მეპატრონეები, ეყიდათ ერთი მბაპე, ერთი მესი, ერთი რონალდო და გახდიდა ეს თითო ვარსკვლავი გუნდს ჩემპიონს...ისინი დამატებით 2-3 ვარსკვლავს ან ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელს კიდევ იმიტომ ყიდულობენ, რომ ან მესიმ უნდა მისცეს ვინმეს პასი, ან იმ "ვინმემ" უნდა მისცეს მესის პასი...ხვიჩას ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება, თავად მიხედავს თავს, სამართლიანობა არ უნდა დაივიწყოს არავინ.
ბესო
15:20 08-01-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული