"ერთი არაპროფესიონალია, მეორემ კი არ იცის, სად რა თქვას" - როგორ ეხმაურებიან "ნაპოლის" ქომაგები ოსიმენისა და ჯუღელის დაპირისპირებას

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, მამუკა ჯუღელის ინტერვიუმ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა ვიქტორ ოსიმენის მომავლის შესახებ ისაუბრა, ნიგერიელი ფეხბურთელისა და მისი წარმომადგენლის გაღიზიანება გამოიწვია. "ნაპოლის" შემტევმა ჯუღელს სამარცხვინო უწოდა და მასზე საუბარი აუკრძალა.

აღნიშნულ ფაქტს პლატფორმა "ტვიტერზე" "ნაპოლის" ქომაგები ეხმიანებიან. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"ღმერთო ჩემო, წელი საშინლად დაიწყო. ერთი მუდმივად ამტკიცებს, რომ არაპროფესიონალია, ხვიჩას აგენტმა კი არ იცის, სად რა თქვას. ცხადია, დე ლაურენტისს ეს პრობლემები სულ არ აინტერესებს".

"მგონი, ოსიმენმა გადაამეტა, ეს გუნდის მომავალზე კარგად არ იმოქმედებს".

"ეს კაცი ნამდვილად ხვიჩას
აგენტია?".

"ხვიჩას აგენტი ყველა იმ სიტყვას იმსახურებს, რაც ოსიმენმა მისი მიმართულებით განაცხადა".

"იმედია, ეს კონფლიქტი ბიჭებზე არ იმოქმედებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ოსიმენი მართლა დაგვტოვებს", - წერენ "ნაპოლის" ქომაგები "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, ჯუღელმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ოსიმენი კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთის ჩემპიონატში აპირებს.

alt"ჩემს ფეხბურთელს პრობლემა შეუქმნა" - ოსიმენის აგენტი ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა

alt"წინასწარ გეტყვით, ოსიმენი სად წავა... ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, ამას არ იზამს" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

alt"ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ" - ოსიმენმა ჯუღელს უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 39 /
მე მაინც ასე ვფიქრობ, რომ კარგი პიარსვლა გააკეთა მამუკამ, ყველამ გაიცნო ევროპაში, იტალიაში კი ყველამ გაიგო ვინაა ხვიჩას აგენტი. თუ ეს ასეა მართლაც ყოჩაღ მამუკას, ერთი ოსიმენის დედაც ჯეკ...
პავლე ქუთაისი
21:52 13-01-2024
1
ხვიჩას წარმატება მისი და ამ კაცის დამსახურებაა ისე რომ იცოდეთ. ოჯახის ნათესავია და მეგობარი. როდის მორჩება პროფესორობა სხვის საქმეში? საერთოდ ადამიანების უმეტესობა სხვის ცხოვრებაში ისე ერევა გეგონება თავისი აწყობილი ქონდეს. რა შენი საქმეა ვის გაუშვებს ვის მოიყვანს. ვინ გეკითხება შენ. მიდი რა მიხედე სენ ცხოვრებას. კვარას კიდევ უყურე და უგულშემატკივრე. რა ტრუსიკის ფერს და სახვალს განიხილავ აქ ვინ ხარ შენ და რა უფლება გააქვს.
გიორგი
13:05 11-01-2024
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული