"ერთი არაპროფესიონალია, მეორემ კი არ იცის, სად რა თქვას" - როგორ ეხმაურებიან "ნაპოლის" ქომაგები ოსიმენისა და ჯუღელის დაპირისპირებას

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, მამუკა ჯუღელის ინტერვიუმ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა ვიქტორ ოსიმენის მომავლის შესახებ ისაუბრა, ნიგერიელი ფეხბურთელისა და მისი წარმომადგენლის გაღიზიანება გამოიწვია. "ნაპოლის" შემტევმა ჯუღელს სამარცხვინო უწოდა და მასზე საუბარი აუკრძალა.

აღნიშნულ ფაქტს პლატფორმა "ტვიტერზე" "ნაპოლის" ქომაგები ეხმიანებიან. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"ღმერთო ჩემო, წელი საშინლად დაიწყო. ერთი მუდმივად ამტკიცებს, რომ არაპროფესიონალია, ხვიჩას აგენტმა კი არ იცის, სად რა თქვას. ცხადია, დე ლაურენტისს ეს პრობლემები სულ არ აინტერესებს".

"მგონი, ოსიმენმა გადაამეტა, ეს გუნდის მომავალზე კარგად არ იმოქმედებს".

"ეს კაცი ნამდვილად ხვიჩას
აგენტია?".

"ხვიჩას აგენტი ყველა იმ სიტყვას იმსახურებს, რაც ოსიმენმა მისი მიმართულებით განაცხადა".

"იმედია, ეს კონფლიქტი ბიჭებზე არ იმოქმედებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ოსიმენი მართლა დაგვტოვებს", - წერენ "ნაპოლის" ქომაგები "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, ჯუღელმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ოსიმენი კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთის ჩემპიონატში აპირებს.

alt"ჩემს ფეხბურთელს პრობლემა შეუქმნა" - ოსიმენის აგენტი ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა

alt"წინასწარ გეტყვით, ოსიმენი სად წავა... ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, ამას არ იზამს" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

alt"ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ" - ოსიმენმა ჯუღელს უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 39 /
გამდიდრდა კაცი ხვიჩას წყალობით, და ლაპარაკობს და ჭორაობს რასაც უნდა . ეჰ ხვიჩა ნეტა, შენ ძლიერი აგენტი გყოლოდა ვინ იცის სად გეთამაშა ეხლა... ოსიმენი მართალია, ენას კბილი დააჭირე ხვიჩას საქმე არ გაუფუჭო.
სამართლიანი
20:07 10-01-2024
8
ზუსტად აჯდება ჯუღელს რაც თქვა ოსიმენმა, ამხელა კაცი ხარ სად რა უნდა თქვა ხო უნდა იცოდე? მაგრამ რუსეთში მოღვაწესგან სხვას არც უნდა ველოდეთ,ჯუღელი ეხლა იმედია დააყენებ მაგ ენას და ერთ ადგილს.
გელაშვილი
20:38 10-01-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული