კალენდას თქმით, ჯუღელის განცხადება მიუღებელი და არასწორია.
"ყველა საკუთარი სახლისკენ უნდა იყურებოდეს და სხვის შრომას პატივი სცეს. სხვა მოთამაშეების მომავალზე საუბარი არასწორია, ეს პრობლემებსა და გაუგებრობას ქმნის.
მისი სიტყვები მიუღებელია, ჯუღელის განცხადებამ ჩემს კლიენტს ყოველგვარი მიზეზის გარეშე პრობლემები შეუქმნა.
ჩვენ "ნაპოლისთან" კონტრაქტი ახლახან გავახანგრძლივეთ, ვიქტორის ერთადერთი სურვილი "პარტენოპეის" დახმარებაა", - ციტირებს კალენდას სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
"ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ" - ოსიმენმა ჯუღელს უპასუხა