"კვარას" აგენტზე ამის თქმა შემიძლია" - ოსიმენის ინტერვიუ და ნიგერიელის სამომავლო გეგმები

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა Radio Crc-სთან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის შესახებაც გააკეთა.

"კვარაცხელიას აგენტის სიტყვები ჩემს მომავალთან დაკავშირებით? გარკვეული უნარები ნამდვილად გამაჩნია, თუმცა მომავლის განჭვრეტა არ შემიძლია. ვალტერ მაცარის რთული მისია დაეკისრა და მისი სამუშაო მარტივი არ არის.

ვიცი, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებული არიან, შარშან სკუდეტოს მოგება ადვილად შევძელით, თუმცა ყოველ წელს რაღაც იცვლება. სიმართლე უნდა ვთქვათ, აღარ გვყავს ისეთი შემადგენლობა, როგორიც შარშან.

ის, რომ "ნაპოლიმ" გოლის გატანა ბოლო 4 თამაშში ვერ შეძლო,
ნამდვილად საგანგაშოა. იმედი მაქვს, ფეხბურთლებს ამაზე სათანადო რეაქცია ექნებათ", - განაცხადა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, ვიქტორი ამჟამად ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე სათამაშოდ ემზადება. აღნიშნული ტურნირი 14 იანვარს, კოტ დ'ივუარისა და გვინეა-ბისაუს მატჩით გაიხსნება.

alt"ერთი არაპროფესიონალია, მეორემ კი არ იცის, სად რა თქვას" - როგორ ეხმაურებიან "ნაპოლის" ქომაგები ოსიმენისა და ჯუღელის დაპირისპირებას

alt"ჩემს ფეხბურთელს პრობლემა შეუქმნა" - ოსიმენის აგენტი ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა

alt"წინასწარ გეტყვით, ოსიმენი სად წავა... ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, ამას არ იზამს" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი


მკითხველის კომენტარები / 13 /
მართლა ფიქრობთ, რომ აურელიო ოსიმენს დატოვებს და თვეში თითქმის მილიონს გადაუხდის? თან იანვარი და თებერვალი გაუცდება აფრიკის თასის გამო.
იანვარში გაყიდის.
ქ. გ.
17:32 11-01-2024
5
მოდი გულწრფელები ვიყოთ პერეგავორა რომ სუსტი აგენტია და არიფივით "გაასაღა" არამზადა ლავრენტამ ფაქტია მაგრამ მედლის მეორე მხარესაც შევხედოთ დარწმუნებული ვარ კვარას ეს ცუდი ფორმა პირდაპირ კავშირშია მის დაბალ ხელფასთან რისთვისაც ის თავს დაუფასებლად გრძნობს და ბუნებრივია ეს მოტივაციას დიდწილად თუ არა გარკვეულწილად უდავოდ უკარგავს და ეს ასე რომ არ იყოს ეს უფრო გასაკვირიც იქნებოდა. ეს კარგად იცოდა და იცის ჯუღელმაც რომელიც როგორც ჩანს დაპირდა ხვიჩას და მის ოჯახს 4-5 თვის წინ რომ ლავრენტას დავითანხმებ და ახალწლამდე მინიმუმ 3 მილიონამდე ავაწევიებ ხვიჩასთვის სუფთა ანაზღაურებასო, შემდეგ კი რომ არ მიიღო როდესაც პერეგავორა 1 თვე ამაოდ ელოდა შეხვედრას ნაპოლის ერთერთ სასტუმროში კლუბის ბებერ ბოსთან გაბრაზდა და როდესაც აქ ჩამოვიდა ცხელ გულზე გააკეთა ეს განცხადება ყველაფერი მარტივი მისახვედრი და გასაგებია. ნუ მე მჯერა ოსიმენს და კვარას ვერ გაუფუჭებს ეს ატეხილი ალიაქოთი ურთიერთობას და ისინი ისევ კარგ მეგობრებად დარჩებიან როგორც მოედანზე თუ გასახდელში ასევე მათ ფარგლებს გარეთ. მთავარია წუწკმა ლავრენტამ ჯიბეზე ხელი გაიკრას და სათანადო დონის ფეხბურტელები მოიყვანოს ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდში თორემ ერთი კვარა და ოსიმენი ვერ გადაძალავენ გუნდში ამდენ ბალასტს. ცენტრალური დაცვა და ცენტრალური საყრდენი ზონა ჩათვალეთ სერია ბ-ეს რიგ გუნდებს უფრო ძლიერი და საიმედო ყავთ ვიდრე დღევანდელ ფორმაციის პარტენოპეის.
Charley
16:32 11-01-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული