"ბარსელონა" აუცილებლად დაბრუნდება" - რა განაცხადა ხავიმ სუპერთასის ფინალში მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერფინალში "ბარსელონას" 1:4 მარცხის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და "ბარსას" გულშემატკივრებს მოუბოდიშა.

"საშინლად ვითამაშეთ, მეტოქემ კონტრშეტევებზე თამაშისას პრობლემები შეგვიქმნა. ვერაფერი გავაკეთეთ, მომავალში კი ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ, რადგან ასეთი თამაშით ტიტულს ვერ მოიგებ. გულშემატკივარს კი ბოდიშს ვუხდი, "ბარსელონა" აუცილებლად დაბრუნდება", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალმა" აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეცამეტედ მოიგო.

altბრაზილიური გოლებით - სუპერთასის ფინალში "რეალმა" "ბარსელონა" დაჯაბნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მეგონა ჩავი, თუ ასეთი ლენჩი გამოდგებოდა! დროა უკვე შენ და სქელთავა ლაპორტამ აუცვათ, სანამ კიდევ გუნდი რაღაცას ფაფხურობს.
სვეშჩამი!
15:11 15-01-2024
0
ანუ რეალს ჩემპიონათა ლიგა უფრო მეტჯერ აქვს მოგებული ვიდრე სუპერ თასი..
ქუთაისელი
11:40 15-01-2024
0

სიახლეები პოპულარული