"ჩელსი" 16 წლის მესინიოში 60 მილიონს იხდის

AutoSharing Option
"ჩელსი" 16 წლის ტალანტის, ესტევაო ვილიანის შეძენას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

"პალმეირასის" გარემარბს ბრაზილიაში მესინიოს სახელით იცნობენ. გამოცემის ინფორმაციით, "არისტოკრატები" ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

ცნობილია, რომ ფეხბურთელის დამატებით კატალონიის "ბარსელონაც" ინტერესდება, თუმცა "ბლაუგრანას" "პალმეირასისთვის" ჯერჯერობით შეთავაზება არ გაუკეთებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული