The Best 2023. საუკეთესო მესია - კვარაცხელია მეათეა

AutoSharing Option
ლონდონში The Best 2023-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.

ფიფამ სარეკორდო მესამედ საუკეთესოდ ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა) დაასახელა, რომელმაც ერლინ ჰოლანს (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) და კილიან მბაპეს (პსჟ, საფრანგეთი) აჯობა. თავად ლეო ღონისძიებას არ დაესწრო.

მესიმ და ჰოლანმა 48-48 ქულა დააგროვეს - არგენტინელი გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული რაოდენობის მიხედვით გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო) შვიდი ქულით მეათე ადგილზე გავიდა.

საუკეთესო მეკარე - ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია)

საუკეთესო მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)

საუკეთესო გოლის ავტორი - გილერმე მადრუგა (ბოტაფოგო,
ბრაზილია)

სიმბოლური ნაკრები: კურტუა, უოკერი, სტოუნზი, დიაში, დე ბრუინი, ბელინგემი, ბერნანდო სილვა, მესი, მბაპე, ჰოლანი, ვინისიუსი

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტან ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)

საუკეთესო ქალი მეკარე - მერი ერპსი (ინგლისი)

ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი - სარინა ვიგმანი (ინგლისი)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ჯერ ტვინს ჭამდნენ ეს მესის მოძულე სასტავი მსოფლიო ჩემპიონატს რატომ ვერ იგებსო და კლუბში მიღწევები არაა საკმარისიო. ახლა ჰოლანდზე გადაიჭრეს ვენები კლუბში ნახეთ რა მიღწევები აქვს და ამიტომ ყველაფერი ეკუთვნისო. ხოდა ჰოლანდმა, ცნობისათვის, ჩემპიონობაზე არაა ლაპარაკი, ევროპის ჩემპიონატზეც კი ვერ გაიყვანა ნორვეგია, რომელიც სხვათა შორის სულაც არაა ხელწამოსაკრავი გუნდი - მარტო ოდეგორი რად ღირს, და სხვებიც ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატის ფეხბურთელები არიან ძარითადად . კიდევ ერთხელ- ჩემპიონობას ვინ თხოვს, ევროპაზე გასვლაზეა ლაპარაკი. ხოდა არ გვინდა რა, ყველას ყველაფერი გვახსოვს.
0
მესის ჰყავს უფრო ფართო და მრავლრიცხოვანი აუდიტორია, როგორც გულშემატკივრებში ასევე ჟურნალისტებში, და მოდი ვთქვათ უმრავლესობა ნაკრების კაპიტნებიც და მწვრთნელებიც მესის მიმართ არიან სიმპატიით, ეს ყველაფერი მოდის ძველი დამსახურებების გამო, მაგრამ ევასება ამ ხალხს მესი და სანამ ითამაშებს ფეხბურთს მანამდე დაუჭერენ მხარს, სულ ეს არის. დარწმუნებული ვარ ამ პრიზის და ოქროს ბურთის გამარჯვებულს რომ ადგენდეს დავუშვათ კომპიუტერი იმის მიხედვით, ვის რა მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა წლუს განმავლობაში, მესი ნამდვილად პირველ ადგილზე ვერ გავიდოდა ბოლო სეზონებში
მამუკა
22:21 16-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული