The Best 2023. საუკეთესო მესია - კვარაცხელია მეათეა

AutoSharing Option
ლონდონში The Best 2023-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.

ფიფამ სარეკორდო მესამედ საუკეთესოდ ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა) დაასახელა, რომელმაც ერლინ ჰოლანს (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) და კილიან მბაპეს (პსჟ, საფრანგეთი) აჯობა. თავად ლეო ღონისძიებას არ დაესწრო.

მესიმ და ჰოლანმა 48-48 ქულა დააგროვეს - არგენტინელი გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული რაოდენობის მიხედვით გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო) შვიდი ქულით მეათე ადგილზე გავიდა.

საუკეთესო მეკარე - ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია)

საუკეთესო მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)

საუკეთესო გოლის ავტორი - გილერმე მადრუგა (ბოტაფოგო,
ბრაზილია)

სიმბოლური ნაკრები: კურტუა, უოკერი, სტოუნზი, დიაში, დე ბრუინი, ბელინგემი, ბერნანდო სილვა, მესი, მბაპე, ჰოლანი, ვინისიუსი

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტან ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)

საუკეთესო ქალი მეკარე - მერი ერპსი (ინგლისი)

ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი - სარინა ვიგმანი (ინგლისი)

მკითხველის კომენტარები / 38 /
კარიერის დასრულების მერეც გახდება საუკეთესო ერთი სამჯერ ინერციის ძალით
Gio
16 იანვარი 2024 09:40
9
კი კაცო ერთ ორს ძველი ჯილდოების გამო მიცემენ ცოლია თუ სამშობლო ლეო სხვას რო არ იმჩნევენ
ნოდო
16 იანვარი 2024 09:56
5
კარიერას რომ დაასრულებს მესი ინერციის ძალით გახდება ერთი სამჯერ საუკეთესო
Gio
16 იანვარი 2024 09:20
6
მესის ჰყავს უფრო ფართო და მრავლრიცხოვანი აუდიტორია, როგორც გულშემატკივრებში ასევე ჟურნალისტებში, და მოდი ვთქვათ უმრავლესობა ნაკრების კაპიტნებიც და მწვრთნელებიც მესის მიმართ არიან სიმპატიით, ეს ყველაფერი მოდის ძველი დამსახურებების გამო, მაგრამ ევასება ამ ხალხს მესი და სანამ ითამაშებს ფეხბურთს მანამდე დაუჭერენ მხარს, სულ ეს არის. დარწმუნებული ვარ ამ პრიზის და ოქროს ბურთის გამარჯვებულს რომ ადგენდეს დავუშვათ კომპიუტერი იმის მიხედვით, ვის რა მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა წლუს განმავლობაში, მესი ნამდვილად პირველ ადგილზე ვერ გავიდოდა ბოლო სეზონებში
მამუკა
16 იანვარი 2024 22:21
1
რა კაი ერთი ბიჭო, 2023 წელს რა გააკეთა მესიმ რომ ეს ჯილდო დაიმსახურა?
კაი ერთის
17 იანვარი 2024 01:25
4
მარგი ქმედების კოეფიციენტის მნიშვნელიბა იცი საერთოდ? და როგორ უნდა განსაზღვრო მარგი ქმედების კოეფიციენტი ფეხბურთში? ნებისმიერ სათამაშო სპორტში? მარტო გოლებით? გოლი+ასისტი? გოლი+ასისტი+ შექმნილი გოლის შანსი? გოლი+ ასისტი+შექმნილი შანსი+ დრიბლინგი? თამაშზე ფეხბურთელის გავლენა? თუ იმაზე, არის თუ არა ეს ფეხბურთელი უპირობოდ საუკეთესო თავის გუნდში? (ჰოლანდი;მაგალითად არ არის უპირობო , რადგან როგორც მინიმუმ ამ როლზე დებრუინი და ბერნარდუ სილვა განიხილება) იმ ხალხზე ვიზეც ამბობ მესი მოწონთო იქნებ დაფიქრდე რატომ მოწონთ? რა კომპიუტერი...
კაი ერთი
16 იანვარი 2024 23:24
3
შენისთანა ხისთავიანების ჯინაზე მესი სულ პირველი იქნება, თურმე აჩუქეს მს ჩემპიონობა.დდდ ასეთი მაგარი თუა პსჯ-ს პატრონი მესისთვით თუ მსოფლიოს იგებს, რაომ ერთი კინკილა ლიგა ვერ მოიგო ჰა?
როსტომის
16 იანვარი 2024 20:03
14
არა ფიფას რას ერჩით ვერ ვხვდები(მაგათ თავისი ცოდვები ეყოფად) გამარჯვებული ხომ ხმათა უმრავლესობით დგინდება.
სოსო
16 იანვარი 2024 19:57
9
The best 2124 - winner is Lionel Messi.
Goga
16 იანვარი 2024 11:20
1
ერლიგ ჰალანდს არ ჭირდება დამსახურებული ოქროს ბურთი და ეს დამსახურებელი ჯილდო. რაც მოპარაეს. ჰალანდი ჰალანდია და მორჩა.
123
16 იანვარი 2024 07:57
10
ჯერ ტვინს ჭამდნენ ეს მესის მოძულე სასტავი მსოფლიო ჩემპიონატს რატომ ვერ იგებსო და კლუბში მიღწევები არაა საკმარისიო. ახლა ჰოლანდზე გადაიჭრეს ვენები კლუბში ნახეთ რა მიღწევები აქვს და ამიტომ ყველაფერი ეკუთვნისო. ხოდა ჰოლანდმა, ცნობისათვის, ჩემპიონობაზე არაა ლაპარაკი, ევროპის ჩემპიონატზეც კი ვერ გაიყვანა ნორვეგია, რომელიც სხვათა შორის სულაც არაა ხელწამოსაკრავი გუნდი - მარტო ოდეგორი რად ღირს, და სხვებიც ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატის ფეხბურთელები არიან ძარითადად . კიდევ ერთხელ- ჩემპიონობას ვინ თხოვს, ევროპაზე გასვლაზეა ლაპარაკი. ხოდა არ გვინდა რა, ყველას ყველაფერი გვახსოვს.
)))
17 იანვარი 2024 02:49
0
რონალდუ 10-ეულშიც არაა (იხ.: https://europop.ge/article/58938-best-2023-kvaratskhelia-me-10-adgilze-vis-mistses-khmebi-kashiam-da-saniolma)
ლაშა
16 იანვარი 2024 10:20
6
ეს როლანდოს ფანები რა დღეში არიან? ვერ ინელებენ თავიანთი როლანდო, რო აარსად აღარ ფიგურირებს.
რას ვიზავთ....
16 იანვარი 2024 21:44
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული