"წმინდანი არ ვარ, მაგრამ ჩემთან ჩხუბი ყველას სურს" - ვინისიუს ჟუნიორი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა ესპანეთის სუპერთასის ფინალის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ბრაზილიელის თქმით, იგი ანგელოზი არ არის, თუმცა ხშირად მის პროვოცირებას მეტოქეები ახდენენ.

"ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, გატანილი გოლებით გუნდს ტიტულის მოგებაში დავეხმარე. რაც შეეხება მეტოქესთან კამათს, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება.
თავს ცუდად ვგრძნობ იმის გამო, რომ მეტოქეებს ჩემთან ჩხუბი სურთ, რადგან იციან, რომ პრესაში ამის შესახებ დაწერენ. ანგელოზი არ ვარ, ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ მინდა საკუთარი თამაში გავაუმჯობესო", - განაცხადა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, "რეალმა" ესპანეთის სუპერთასის მოგება ისტორიაში
მე-13-ედ მოახერხა.

altვინისიუსის პროვოკაცია, სტვენა კროოსს და ძველი მეგობრების თბილი შეხვედრა - ყველაფერი, რაც გუშინდელი "ელ კლასიკოდან" უნდა იცოდე

alt"რეალმა" მბაპეს გამო შესაძლოა, ვინისიუსი გაყიდოს" - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს

alt"ვინისიუსი მეტოქეებს საშინელ რაღაცებს ეუბნება" - სერხიო აგუერო

მკითხველის კომენტარები / 5 /
ანგელოზი კიარა უბინძურესი ადამიანი ხარ! ჯერ ადამიანი უნდა იყო და შემდეგ სპორტსმენი.
თომა
13:45 16-01-2024
10
მოედანზე რჩებაო,ყველაფერი!ის საქვეყნო სკანდალი,მე წამოვიწყე?ნამდვილი პროვოკატორია!ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელი,ასე არ უნდა იქცეოდეს.
სოსო
12:53 16-01-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული