"მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო კომბინაცია ვან გაალის დროს ვნახე" - გარი ნევილმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის’ ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა "მანკუნიანელთა" შესახებ ისაუბრა და ერიკ ტენ ჰაგი გააკრიტიკა.

ნევილის თქმით, ნიდერლანდელი სპეციალისტი "იუნაიტედში" საკუთარი იდეების განხორციელებას ვერ ახერხებს.

"ბოლოს, როცა "იუნაიტედის" თამაშში კომბინაცია და ზუსტი პასების სერია ვნახე, ვან გაალის დროს იყო. ახლა კი უმეტესწილად ფეხბურთელი ბურთს უმისამართოდ იგერიებს.
ამით გაკვირვებული ვარ, რადგან ტენ ჰაგმა "აიაქსში" ფანტასტიკური გუნდი შექმნა, სამწუხაროდ ამას "იუნაიტედში" ვერ ვხედავ.
გუნდისგან უნდა დავინახოთ, რომ პროგრესის გზას ადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამჭრელი ზომების მიღება იქნება საჭირო", - განაცხადა ნევილმა.

შეგახსენებთ, "იუნაიტედი" პრემიერლიგის
სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-7 ადგილზეა.

altგარი ნევილი: მოაშორეთ ზინჩენკო, ის "არსენალის" ტვირთია

alt"მანჩესტერის იუნაიტედის" 10-წლიანი კრიზისი ტენ ჰაგის ბრალი არ არის" - გარი ნევილი

alt"6 წლის ასაკში ჩემზე სექსუალურად იძალადეს, 7 წლის ასაკში მოწევა დავიწყე, 8 წლის ასაკში კი ..." - დელე ალის ისტორიამ გარი ნევილი შოკში ჩააგდო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული