
წყაროს ცნობით, ფრანგმა ნასერ ალ ხელაიფის უთხრა, რომ მომდევნო სეზონში პსჟ-ში აღარ იასპარეზებს. ცნობილია, რომ შემტევს "ბლანკოსთან" კონტრაქტი ჯერჯერობით არ შეუთანხმებია, თუმცა "რეალის" პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან, მუდმივად კონტაქტზეა.
შეგახსენებთ, კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში "პარი სენ ჟერმენის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 26 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა, ფრანგს დედაქალაქელებთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.