"არ შეიძლება მოურინიოს ასე მოექცე" - კაპელომ პორტუგალიელი დაიცვა

AutoSharing Option
იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო "რომას" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, გუშინ, 16 იანვარს, "ჯალოროსიმ" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა.

კაპელოს თქმით, "მგლებისგან" ამგვარი საქციელი მიუღებელია.

"ამერიკელები პრობლემებს უცნაური გზებით აგვარებენ, გასულ ზაფხულს პაოლო მალდინი "მილანიდან" სატელეფონო ზარით გაათავისუფლეს. არ შეიძლება მოურინოს მსგავს სპეციალისტს ასე მოექცე.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ პორტუგალიელს სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა სურდა, თუმცა მოთხოვნები არ დაუკმაყოფილეს. ასეთ დამოკიდებულებას არ ვეთანხმები", - განაცხადა კაპელომ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "რომას" სულ მალე კლუბის ყოფილი ლეგენდა დანიელე დე როსი ჩაიბარებს.

altოფიციალურად: "რომამ" ჟოზე მოურინიო

გაათავისუფლა

altოფიციალურად: "რომას" მწვრთნელად დე როსი დანიშნეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული