სიმეონე: "რეალს" საპატიო დერეფანს არ მოვუწყობთ

AutoSharing Option
19 იანვარს, თბილისის დროით 00:30 საათზე, კოპა დელ რეის მერვედფინალში, მადრიდული დერბი შედგება. ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული "რეალი" "ატლეტიკოს" ესტუმრება.

მატჩის წინ "როხიბლანკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ "ბლანკოსს" საპატიო დერეფანს არ მოუწყობენ.

"როგორ ვაპირებთ "რეალის" დამარცხებას? რაც შეიძლება მეტი დუელი უნდა მოვუგოთ და მეტოქეს ფიზიკურად ვაჯობოთ. იქნება თუ არა საპატიო დერეფანი? "რეალს" პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენს გულშემატკივრებსაც და მათ წინაშე ამას არ გავაკეთებთ", - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, "რეალი" ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული ისტორიაში მე-13-ედ გახდა.

altდიეგო სიმეონე: "ჟირონას" შეუძლია ჩემპიონი

გახდეს

alt100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე

altხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორ ფიქრობთ რეალის მწვრთნელიბა იოლია თუ ატლეტიკოს? რეალის რომელიც მხოლოდ ვარსკვლავებს ყიდულობს 100მლნ ზე ზევით.როგორ გინდა მათი საპირწონე გუნდი დააყენო მესამედი ბიუჯეტით? მოგვწონს თუ არა სიმიონე მაგარი მწვრთნელია და იმიტომაცაა მსოფლიოში ერთერთი ძვირად ღირებული მწვრთნელი.და მან ეს ბევრჯერ დაამტკიცა როცა რეალსა და ბარსელონას სათანადო წინააღმდეგობას უწევდა და ბევრჯერ ამწარებდა მათ.
მახო
22:00 18-01-2024
12
პატარა კაცი ხარ ჩოლო,თან ბოღმა გახრჩობს იმდენჯერ ყევხარ რეალს გამწარებული სხვას რას მოელოდო შენგან
BOSS
17:51 18-01-2024
16

სიახლეები პოპულარული