ბენზემას ევროპაში დაბრუნება სურს - ფრანგს პრემიერლიგის გუნდები ეპატიჟებიან

AutoSharing Option
"ალ იტიჰადის" ფორვარდს, ქარიმ ბენზემას პროლიგის დატოვება და სათამაშოდ ევროპაში დაბრუნება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერლიგიდან "ჩელსი" ეპატიჟება.

ბრიტანული გამოცემა Team Talk-ის ცნობით, ბენზემას იჯარით დამატებას მეორე ლონდონური გუნდი, "არსენალიც" განიხილავს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "რეალის" ყოფილი ფორვარდი, თუმცა ევროპაში დასაბრუნებლად, დიდი ალბათობით, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.

შეგახსენებთ, ბენზემა "ალ იტიჰადში" წელიწადში 214 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

altორი ფეხბურთელი მარსელოს და ბენზემას მიუახლოვდა - "რეალის" 10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ისტორიაში

altბენზემა დაისაჯა -

ფრანგი "ალ იტიჰადის" ვარჯიშებიდან მოკვეთეს

alt"დაიმატეთ ბენზემა!" - საამ "მანჩესტერს" რჩევა მისცა

მკითხველის კომენტარები / 2 /
აკი მუსულმანიურ ქვეყანაში თამაში მინდა?!
0
ე ბიჭო წამოდი ნაპოლიში
შახრუდინი
14:39 18-01-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული