"ყველა ვხედავთ, რა პრობლემები აქვს კვარაცხელიას... დე ლაურენტისი მანერვიულებს" - რას აცხადებს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი?

AutoSharing Option
Sportitalia-ს ჟურნალისტმა იოლანდა დე რიენცომ "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელიას უბრალოდ არ უმართლებს, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს კი, სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

"მესმის, რომ შარშანდელისგან განსხვავებული გუნდი გვყავს, გუნდი ელმასმა დატოვა, ოსიმენი და ანგისა აფრიკის თასზე არიან, კიმის შეცვლა კი სათანადოდ ვერ მოხერხდა.

კვარაცხელია, რომელიც გასულ სეზონში ბრწყინავდა, პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ყველა ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში იღბალი მის მხარეს არ არის.

დე ლაურენტისის ქმედებები მანერვიულებს, ტრანსფერები აუცილებლად გვჭირდება. მაგალითად, ხვიჩა დისკვალიფიკაციის გამო "ლაციოსთან" მატჩს
გამოტოვებს, ვინ შეცვლის მას? მაცარის სიმეონეს უთამაშებლობის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, შემდეგ არგენტინელი საქმეში ვნახეთ, თუმცა ის ოსიმენი ნამდვილად არ არის, ჯოვანი საშუალო დონის თავდამსხმელია. ეჭვგარეშეა, რომ შემადგენლობა უნდა გაძლიერდეს", - განაცხადა დე რიენცომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას დღეს, 18 იანვარს, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში, "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელია რაჰმანის წინააღმდეგ - "ნაპოლი" სახალისო ვიდეოს ავრცელებს [VIDEO]

altკვარაცხელიას როლი დღეს დიდი იქნება - "ნაპოლი" ტიტულისთვის საზღვარგარეთ იბრძვის...

altსაქმე სერიოზულადაა - რას გადაწყვეტს "ნაპოლის" პრეზიდენტი?

მკითხველის კომენტარები / 14 /
დათარსეთ ამდენი ქებით+ ცოლის მოყვანა და გამოეცალა კაცს ძალა
დუგანა
18:39 18-01-2024
16
ეჰ ხვიჩა, ხვიჩა მართლა მეგრელი ჯოტია ხარ რა, ასეთ ნაშებთან კოტრიალის შანსი გქონდა რა გაჩქარებდა 25 წლამდა დაქორწინება.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდ
tijo
18:29 18-01-2024
18

სიახლეები პოპულარული