მოურინიო საუდის არაბეთში მიდის - შეთანხმება უკვე შედგა

AutoSharing Option
არაბული Aawsat-ი წერს, რომ ჟოზე მოურინიო "ალ-შაბაბის" მთავარი მწრთნელი გახდება. პორტუგალიელს გუშინ Zoom-ში კლუბის სპორტულ დირექტორ დომინიკო ტიტესთან მოლაპარაკებები ჰქონდა, რის შედეგადაც შეთანხმება შედგა.

გადაწყდა, რომ "განსაკუთრებული" უახლოეს დღეებში ჩაფრინდება ერ-რიადში, რათა შეთანხმება საბოლოოდ შედგეს და კონტრაქტი გაფორმდეს.

"ალ-შაბაბი" 19 ტურის შემდეგ საუდის არაბეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზე იმყოფება. გუნდში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც იანიკ კარასკო და ევერ ბანეგა არიან. 

altცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც მოურინიო "რომადან" გაუშვეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ოსიმენიც წაიყვანოს.
ქ. გ.
14:11 19-01-2024
1

სიახლეები პოპულარული