"ალბათ, აქედან წასვლაზე დავფიქრდები" - ესპანელს საუდის არაბეთში არ მოსწონს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მცველმა ემერიკ ლაპორტმა, რომელიც გასულ ზაფხულში საუდის არაბეთში გადავიდა და "ალ ნასრს" შეუერთდა, კლუბებში არსებული ვითარებით უკმაყოფილოა.

"ევროპასთან შედარებით, საუდის არაბეთში თამაშუ და ცხოვრება სრულად განსხვავებულია. ადაპტაციაში კლუბები არ გვეხმარებიან და ბევრი ფეხბურთელია უკმაყოფილო. აქაურები საქმეს უფრო პროფესიონალურად უნდა მიუდგნენ.

საუდელები ყველაფერს ზერელედ უყურებენ, ულტიმატუმები მათთვის არაფერს ნიშნავს, მოგელაპარაკებიან, შეგითანხმდებიან და მოგატყუებენ. ყველაფრისთვის ბრძოლა გიწევს და ევროპული გამოცდილების მერე, ეს ზედმეტად უცნაურად მეჩვენება. ჩვენზე ზრუნავენ, მაგრამ არასათანადოდ. შესაძლოა, ევროპაში უფრო ნაკლებ ხელფასს გვიხდიან, მაგრამ ფეხბურთელის მიმართ მზრუნველობის დონე
გაცილებით მაღალია. 

ჯერ აქედან წასვლაზე არ მიფიქრია, მაგრამ თუ არაფერი შეიცვლება, ალბათ დაფიქრება მომიწევს," - თქვა 29 წლის ფეხბურთელმა AS-თან ინტერვიუში. 

ლაპორტი "ალ ნასრში" "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა. საუდის არაბეთის უმაღლეს ლიგაში ესპანელმა 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 


მკითხველის კომენტარები / 3 /
სიტიდან რომ სადღაც ალ-ბუყბუყში გადახვალ ევროპაში კი არა ოჯახში აღარ უნდა მიგიღონ წესით
ალექს
15:37 21-01-2024
3
აბა რონალდოს შეეკითხეთ, ლიგა-1 ზე უკეთესიაო.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული