ხვალ, 22 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე, იტალიის სუპერთასის ფინალში "ინტერი" "ნაპოლის" დაუპირისპირდება. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.
"ნაპოლიმ" გასულ წელს სკუდეტოს მოგებით, თავი მთელ მსოფლიოს გააცნო. ჩემთვის ეს კარიერაში მეორე ფინალია და ძალიან მსურს, რომ გავიმარჯვო. თუმცა, თუ ჩემპიონები ვერ გავხდით, მაინც კმაყოფილი ვიქნები, რომ ფინალამდე მივაღწიეთ.
რას ვფიქრობ "ინტერზე"? შესანიშნავი გუნდია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ. მეორე ნომრად თამაშზე თანახმა არ ვარ, მიუხედავად მეტოქისადმი პატივისცემისა, ჩვენ იტალიის მოქმედი ჩემპიონები ვართ.
ტრავმების გამო
დემე და ოლივერა ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა კაიუსტე და ზელინსკი ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან", - განაცხადა მაცარიმ.
მაცარი: კვარაცხელია ჩემს ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა?
"კვარას" და ოსიმენს ამას ვეტყვი; რაც შეეხება დე ლაურენტისს..." - რა თქვა მაცარიმ "სალერნიტანასთან" მატჩის წინ
ოქროს ბიჭმა დღეს კარგად ითამაშოს და ტიტული მოიპოვოს!!!!!!!!!! ხვიჩა მუდამ შენს გვერდით ვართ, როგორც იტალიის ჩემპიონობის ისე დროებითი ჩავარდნის დროს!!!!!!!!!!!!!