ბენზემას საუდის არაბეთის დატოვება სურს - ფრანგმა გუნდის ხელმძღვანელობას ამის შესახებ უკვე აცნობა

AutoSharing Option
L’Équipe-ის ინფორმაციით, ქარიმ ბენზემას "ალ იტიჰადის" დროებით იჯარით დატოვება სურს და ამის შესახებ კლუბის ხელძღვანელობას უკვე აცნობა.

მას სხვა საუდის არაბეთის კლუბში დროებით გადასვლა შესთავაზეს, რაზეც ფრანგმა უარი განაცხადა.

სავარაუდოდ, ვეტერან თავდამსხმელს ევროპაში დაბრუნება სურს. მის მსურველთა რიგებში "არსენალი" და "ლიონი" სახელდებიან.

ბენზემამ "ალ იტიჰადის" ფორმა 20 მატჩში მოირგო, სადაც 12 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არსენალისთვის მინიმუმ სეზონის ბოლომდე ძალიან კარგი შენაძენი იქნება.. უდიდესი გამოცდილება აქვს, რაც გუნდს კარგად წაადგება
geo-geo
13:50 25-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული