ხავი: ჩემს ოჯახს საკმარისად ატკინეს, ეს დასასრულია

AutoSharing Option
ლა ლიგის 21-ე ტურში "ბარსელონამ" "ვილიარეალს" უმასპინძლა და 3:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

"ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის სასარგებლო იქნება, არ მინდა "ბარსელონასთვის" პრობლემად ვიქცე, ამიტომ ივნისში გუნდს დავტოვებ.

როდესაც ასეთ გუნდს წვრთნი, წნეხი ძალიან დიდია, ვაპირებ, რომ ერთი სეზონით დავისვენო, რადგან ჩემს ოჯახს საკმარისად ატკინეს. ზოგადად, "ბარსელონას" ყველა მწვრთნელს დროთა განმავლობაში ასე ემართებათ.

ენერგია ისევ გამაჩნია და ამ სეზონში ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერს 10
ქულით ჩამოვრჩებით. ახლა ნაკლებად გამაკრიტიკებთ, რადგან გეცოდინებათ, რომ სეზონის ბოლოს მივდივარ.

კლუბი უპირველესია, მე "კულე" ვარ და ეს კლუბი მიყვარს, ლაპორტას იგივე ვუთხარი", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის ცხრილში 44 ქულით მე-3 ადგილს იკავებ.

alt"ბარსა" მთლად წახდა - სახლში 5 გოლი გაუშვა და დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყატარში მწვრთნელობა არ ნიშნავს რომ ტოპ მწვრთნელი ხარ, თითქოს არ ჰყავს ცუდი ფეხბურთელები ბარსას, მაგრამ მაინც ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ გუნდად, დამარცხებული გუნდის მენტალიტეტი აქვთ ფეხბურთელებს და არც ის ჯიგარი არა აქვთ რაც ადრე იყო ბარსაში, ალბათ უტიტულოდ დაამთავრებს სეზონს და უფრო ღრმა კრიზისში აღმოჩნდება, რეალურად გუნდი არის ახლიდან ასაწყობი
მამუკა
22:24 28-01-2024
1
უნიჭიერესი,მაგრამ ჯერ კიდევ თითქმის ბავშვური ასაკის ბიჭებითაა სავსე,ბარსელონა და ესარ აძლევს გუნდს ,სტაბილურად თამაშის საშუალებას.მთავარი ტვირთი,მათ ზურგზეა,გამოცდილება კი არ ჰკმარათ და მეტისმეტი მოწადინებისაგან,კიდევ უფრო უხეშ შეცდომებს უშვებენ.იგივე უასაკობის გამო,ტრავმებსაც ძალიან ხშირად იღებენ და ეს კიდევ უფრო ართულებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.ამას,ვერც ხავი უშველის,და ვერც ვინმე სხვა.დრო არის ამის წამალი და მოთმინება.თანაც ყველას,გუნდის ხელმძღვანელობის,მწვრთნელის,გულშემატკივრის და ბოლოს,თვითონ ფეხბურთელების მხრიდან.ამ პატარა ბიჭებსაც,ერთბაშად ნამეტანი დატვირთვა არ უნდა მისცენ და დოზირებულად,თანდათან შეაჩვიონ,ამას.მაშინ აღარ იქნება,ამდენი უმძიმესი ტრავმა და უკვე 20-21 წლის ასაკში,ვარსკვლავების ჩაქრობა.
სოსო
15:22 28-01-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული