კასანომ სერია A-ს საუკეთესო ტალანტი დაასახელა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-სთან ინტერვიუში, მისი აზრით, სერია A-ს საუკეთესო ტალანტი დაასახელა.

"რეალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, "ემპოლის" 20 წლის ნახევარმცველი ტომასო ბალდანცი იტალიის ჩემპიონატში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია.

"ამჟამად სერია A-ს საუკეთესო ტალანტი ტომასო ბალდანცია. ამ ბიჭმა "იუვენტუსთან" თამაშის ბედი შეცვალა და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ყველასგან განსხვავებული მოთამაშეა. მისი მოედანზე ყურება ერთი სიამოვნებაა", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, გუშინ "იუვენტუსისა" და "ემპოლის" (1:1) მატჩში ანგარიში სწორედ ბალდანციმ გაათანაბრა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.

ტომასომ მიმდინარე სეზონში "ემპოლის" რიგებში ჯამში
14 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.

altკასანო: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია

alt"საუკეთესო იტალიელ ფორვარდს "ნაპოლიში" თამაში სურს, თუმცა დე ლაურენტისი წინააღმდეგია" - კასანო

alt"ნაპოლიში" ყველაზე ხარისხიანი ფეხბურთელია" - კასანომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 1 /
Კასანოს ისე არ უყვარს იუვე და განსაკუთრებით ალეგრი, რომ 36 წლის ფეხბურთელმა რომ გაუტანოს იუვეს, იმას ჩათვლის საუკეთესო ტალანტად)))))
goga
15:13 28-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული