კარაგერმა "ლივერპულს" კლოპის შემცვლელი ურჩია

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "სქაუზერებს" დატოვებს.

"მერსისაიდელების" ყოფილმა მცველმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ "ბრაიტონის" მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი გერმანელ სპეციალისტს იდეალურად შეცვლიდა.

"ლივერპულისთვის" დე ძერბი იდეალური კანდიდატურაა, იტალიელმა "ბრაიტონში" ბრწყინვალე სამუშაო გასწია. შეხედეთ რა გააკეთა ჩაბი ალონსომ "ლევერკუზენში", მართალია, "ბაიერნს" უწევს წინააღმდეგობას, თუმცა დე ძერბი უამრავ ტოპ გუნდს ებრძვის", - განაცხადა კარაგერმა.

შეგახსენებთ, დე ძერბის ხელმძღვანელობით "ბრაიტონი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

alt

"ამ ბიჭს შანსი უნდა მიეცეს" - კარაგერი მუდრიკზე

altკარაგერი დღეს "ლივერპულის" თამაშს კვარაცხელიას გამო არ უყურებს

alt"ლივერპულს" დიდი პრობლემები აქვს - ჯეიმი კარაგერი ყოფილ გუნდზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალონსო სჯობია. თან ექსლივერპულელია და შიდა სამზარეულოს იდეალურად იცნობს
ვანჩოპე
21:38 28-01-2024
0

სიახლეები პოპულარული