"ამან აღმაფრთოვანა" - რა თქვა მაცარიმ "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 28 იანვარს, სერია A-ს 22-ე ტურში, "ლაციომ" "ნაპოლის" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ბურთს ძირითადად ჩვენ ვფლობდით. სიმართლე გითხრათ, ამან აღმაფრთოვანა. მიუხედავად ახალი სათამაშო სისტემისა, უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. სარის გუნდთან ამის გაკეთება მარტივი არ არის.

კვარაცხელიას და ოსიმენის გარეშე შეტევაში თამაში ძალიან რთულია. ბიჭების განწყობა მომწონს, ისინი იბრძვიან და მონდომებული არიან. მას შემდეგ, რაც აქ მეორედ დავბრუნდი, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა", -
განაცხადა მაცარიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 4 თებერვალს, "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.

altმძიმე სანახაობა ხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "ლაციოსთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

altმაცარიმ "ლაციოსთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

alt"მეორე ნომრად თამაშს არ ვაპირებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ "ნაპოლი" ჩემპიონია" - რა თქვა მაცარიმ "ინტერთან" მატჩის წინ

მკითხველის კომენტარები / 10 /
აბა ეს ეხლა, ნორმალურია?
ლევანი
15:08 29-01-2024
2
როგორ ჰყავდა სპალეტის შემტევი გუნდი ამ გადგვარებულ იტალიელებში. კიდევ კარგი ეგ აღმოჩნდა მაგ დროს მწვრთნელი, თორემ გამოდის სულ 1-0 0-0 უნდა გვეყურებინა პირველივე სეზონში
nika
12:47 29-01-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული