"თუ ასე გააგრძელებს, მისი კარიერა მალე დასრულდება" - შირერმა რაშფორდზე ისაუბრა

AutoSharing Option
პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ალან შირერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევის, მარკუშ რაშფორდის შესახებ ისაუბრა.

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, "მანკუნიანელთა" გარემარბი უდიდეს ტალანტს ფლანგავს და თუ ასე გააგრძელებს, მისი კარიერა მალე დასრულდება.

"რაშფორდს უდიდესი ნიჭი აქვს, თუმცა რაღაცას არასწორად აკეთებს. საკუთარ თავზე კონტროლი უნდა დაიბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კარიერა მალე დასრულდება და ამას აუცილებლად ინანებს.

როდესაც მის თამაშს ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ წნეხის ქვეშაა. ფაქტია, ზეწოლას ვერ უმკლავდება", - განაცხადა შირერმა BBC-ის ეთერში.

შეგახსენებთ, მარკუს რაშფორდმა მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" მაისურით
ყველა ტურნირზე ჯამში 26 მატჩი გამართა, თავი კი 4 გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"რაშფორდის საქციელი მიუღებელია" - ტენ ჰაგმა ინგლისელი გააკრიტიკა

alt100-იანთა კლუბში! - რაშფორდისთვის "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გოლი საიუბილეო აღმოჩნდა

alt"წიგნები რომ მქონოდა, ძალიან დამეხმარებოდა..." - მარკუს რაშფორდი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული