"გგონიათ, "რეალის" დონის გუნდში თამაშს შეძლებს?" - "ლაციოს" ყოფილი ფეხბურთელი ოსიმენზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა მარკო პაროლომ Dazn-ის ეთერში "ნაპოლის" ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

"ლაციოს" ყოფილი ნახევარმცველის თქმით, ნიგერიელი ფეხბურთელი "რეალის" დონის გუნდში თამაშს ვერ შეძლებს.

"ოსიმენის შესახებ ეჭვები მაქვს. ჩემთვის ის ჩემპიონი არ არის. ვფიქრობ, მას სჯერა, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც მოინდომებს. ვიქტორი ფიქრობს, რომ "პრიმადონაა". თუმცა, როდესაც დიდ გუნდში თამაშობ, საკუთარ ეგოზე უარი უნდა თქვა, რადგან გრანდებში უამრავი "პრიმადონაა".

ჩემი აზრით, "რეალის" დონის გუნდში თამაშს ვერ შეძლებს. თუ მბაპე "პარი სენ ჟერმენს" დატოვებს, ამ კლუბში ოსიმენს სიამოვნებით ვიხილავდი, მაგრამ
ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ დიდ გუნდში გაუჭირდება", - განაცხადა პაროლომ.

შეგახსენებთ, იტალიელი ნახევარმცველი "ლაციოს" რიგებში 2014/2021 წლებში ასპარეზობდა და კარიერა სწორედ "არწივებში" დაასრულა.

altოსიმენის ნიგერიამ ანგისას კამერუნს სძლია და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

altფაბრიციო რომანო: ოსიმენის შესახებ სიმართლეს გეტყვით

altკვარაცხელია და ოსიმენი - განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგება, ნიგერიელთა პრობლემები და დღესასწაული...

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას არ დაუწყებს ჩხუბს ნეტა ოსიმენი? თუ მარტო ჯუღელთან აქვს დიდი გული? :D
დიტო
11:06 30-01-2024
1
ჩემდამი დიდი პატივცემის მიუხედავად, მეც ეგრე ვფიფქრობ და სულ გვაქ ამაზე საუბარი ბიჭებს, ვერ გაქაჩავს რეალში ოსიმენი, თუ მიყვანენ ბენზემას დონის მაინც უნდა იყოს და ბენზემა რა დონეცა კი ვიცით.. ისე კარგი ფეხბურთელია და კარგი ბიჭია, წარმატებები სადაც წავა
გოგა
22:53 29-01-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული