ფედელე: გეტყვით, "ნაპოლის" გოლების გატანა რატომ უჭირს

AutoSharing Option
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და "ნაპოლის" გულშემატკივარმა ენრიკო ფედელემ "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.

ფედელეს თქმით, "ნაპოლის" გოლების გატანა იმიტომ უჭირს, რომ ოსიმენს სათანადო შემცვლელი არ ჰყავს.

"როდესაც "ინტერში" ლაუტაროს უგოლო სერია აქვს, მას ტურამი ცვლის. "ნაპოლის" კი ოსიმენის გარეშე გოლების გატანა არ შეუძლია. იგივე სიტუაციაა "იუვენტუსშიც" - თუ ვლაჰოვიჩი არ თამაშობს, "ბიანკონერის" შედეგიანობა მაშინვე უარესდება.

ბოლომდე დასკვნების გაკეთება რთულია, რადგან მაცარის ხელმძღვანელობით, ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი მოედანზე არ გვინახავს. ნიგერიელს ბრწყინვალე მონაცემები აქვს, დაველოდოთ და ვნახოთ, ვიქტორის დაბრუნება რას შეცვლის", - განაცხადა
ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 4 თებერვალს, "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.

altფედელე ირწმუნება, რომ დე ლაურენტისი ცუდი ხელმძღვანელია

alt"გულწრფელად, დე ლაურენტისზე ამას ვფიქრობ" - რა თქვა ფედელემ

alt"კვარაცხელიაზე კამათიც არ ღირს"- ფედელემ ქართველზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბსოლუტურად ნათელია, რომ თავდასხმაში კიდევ ერთი ოსიმენისმაგვარი თავდასხმელი და დაცვაში ერთი კიმისმაგვარი დამცველია აუცილებელი. რობოტი ვიყო, ასეა.
გიორგი 1
22:15 29-01-2024
0
გოლების გატანა იმიტომ უჭირს,რომ ბურთი ძალიან ნელა მოძრაობს და დაცვა ადვილად ასწრებს,პოზიციების გადაკეტვას.შარშან ბურთი,ძალიან ხშირად,ერთი,ორი,ზოგჯერ კი მთელი ცენტრს გამოტოვებით გადადიოდა ფლანგიდან ფლანგზე და შემტევებს,ოპერატიული სივრცე ჰქონდათ სისწრაფის ასაკრეფად თუ დამიზნებული,გამამწვავებელი პასის გასაკეთებლად.დღეს ბურთი კაციდან კაცზე,ნელნელა გადადის ერთი ფლანგიდან მეორეს მიმართულებით და მცველებიც ბურთს მიჰყვებიან.ბურთის გადატანა,უპირატესობას ვერ უქმნის თავდამსხმელს და ამიტომ,შეტევებიც უკბილო გამოდის.შარშან მარიო რუის რომ აგინებდით,ხვიჩას პასს არ აძლევსო,სწორედ ეს იყო,რომ ხვიჩა ფლანგს უთავისუფლებდა და ისიც იქიდან ამწვავებდა თამაშს,ან კიდევ გრძელი პასით,მარჯვენა ფლანგზე გადაჰქონდა ბურთი და ახლა იქიდან ემუქრებოდა ნაპოლი,მეტოქის კარს.ხშირად ხვიჩასაც აწვდიდნენ გრძელ პასს და ერთი ერთზე ტოვებდნენ მცველთან.ასეთ მომენტში ხვიჩა ჩვეულებრივ ატყუებდა ვიზავის და უკვე სიჩქარე აკრეფილი,მეორე,ზოგჯერ კი,მესამე მცველსაც სცდებოდა და ხიფათს ქმნიდა ან კარში დარტყმით,ან კიდევ გამამწვავებელი პასით.დღევანდელ ნაპოლიში,ეს ვეძღარ ხერხდება,რადგან კიმის გაშვებით,დაცვის საიმედოობა ძალიან შემცირდა და ასეთი გრძელი პასის დროს ბურთის დაკარგვის შემთხვევაში,სწრაფი კონტრშეტევის საფრთხე ძალიან დიდია,შედეგად კი,ნაპოლი,უამრავ გოლს უშვებს.ნაპოლი ვეღარ რისკავს და ვეღარც გოლები გააქვს.ხვიჩაც სულ უფრო ამცირებს,დრიბლინგის მცდელობებს,რადგან ჯერ ერთი,ახლა უკვე რამდენიმე მცველი ხვდება და მეორე,ბურთის დაკარგვის შემდეგ,თითქმის ყოველთვის,სახიფათო კონტრშეტევა მოდის,ნაპოლის კარზე.გუნდმა რწმენა დაკარაგა,რომ უფრო მეტს გაიტანენ,ვიდრე მეტოქე გაუტანს და ეს სულ უფრო და უფრო შლის გუნდს.ფეხბურთელების მიმართ პრეზიდენტის უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ,სალაპარაკოც არაფერია.ყველა ვხედავთ.
სოსო
19:05 29-01-2024
1

სიახლეები პოპულარული