მისი თქმით, ჟოზე მოურინიოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს საკუთარი კლიენტი პირადად შესთავაზა, თუმცა კინოპროდიუსერმა პორტუგალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობა არ ისურვა.
ბარგიჯამ კომენტარი ოსიმენის შესახებაც გააკეთა.
"დე ლაურენტისმა ნიგერიელი ორჯერ დაასაჩუქრა. ერთხელ მაშინ, როდესაც კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ხელფასი საგრძნობლად გაუზარდა; მეორედ კი მაშინ, როცა ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა იქნა მითითებული. ეს ოსიმენს გაუადვილებს, რომ ზაფხულში კლუბი დატოვოს", - განაცხადა ბარგიჯამ.
შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის ოსიმენის შეძენით დაინტერესებას "ჩელსი" და "არსენალი" გამოთქვამენ. ვიქტორის
ოსიმენის ნიგერიამ ანგისას კამერუნს სძლია და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]