რაშფორდმა ვარჯიში გააცდინა და ღამის კლუბში წავიდა - ინგლისელს დასჯიან

AutoSharing Option
The Sun-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი მარკუს რაშფორდი სამშაბათს ღამის კლუბში იმყოფებოდა და მეორე დღეს გუნდის ვარჯიში გააცდინა, ერიკ ტენ ჰაგმა კი ინგლისელი ფეხბურთელი ინგლისის თასზე "ნიუპორტთან" შეხვედრაში სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა.

ამასთან დაკავშირებით მანჩესტერულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"მარკუსმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. საქმე ეხება დისციპლინარულ გადაცდომებს და ამაზე უკვე ვისაუბრეთ", - ნათქვამია "მანკუნიანელთა" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რაშფორდის შესახებ პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ალან შირერმა ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მარკუსი ასე გააგრძელებს, მისი კარიერა მალე
დასრულდება.

alt"რაშფორდის საქციელი მიუღებელია" - ტენ ჰაგმა ინგლისელი გააკრიტიკა

alt100-იანთა კლუბში! - რაშფორდისთვის "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გოლი საიუბილეო აღმოჩნდა

alt"წიგნები რომ მქონოდა, ძალიან დამეხმარებოდა..." - მარკუს რაშფორდი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კლუბში რომ დისციპლინაა ტყუილიაა რაა!!! ფერგის მერე ამ ჯოგის ყურება იმენა საცოდაობაა! არავინ არაა ისეთი ვინც ერთი ორს შემოულაწუნებს!
მურთო
20:47 30-01-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული