ახალგაზრდა ინგლისელმა Marca-სთან ინტერვიუში "ბერნაბეუზე" თამაში რომის "კოლიზეუმს" შეადარა.
"მადრიდის "რეალი" მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია. როცა ამ ყველაფერს ახლოდან ხედავ, შთამბეჭდავია. თითქოს "კოლიზეუმში" თამაშობ, თავს გლადიატორივით გრძნობ.
წარმოდგენა არ გაქვთ, "რეალი" როგორი დიადია. როდესაც ქუჩაში სეირნობ, შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩე", - განაცხადა ბელინგემმა.
შეგახსენებთ, ჯუდი "სამეფო კლუბს" გასულ ზაფხულს, "დორტმუნდიდან" დაახლოებით 170 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
"სამწუხაროდ, იმედებს ვუცრუებ" - ბელინგემი ანჩელოტიზე
"მესიმ ფანტასტიკური მუნდიალი ჩაატარა" - ბელინგემი "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე