წყაროს ცნობით, ხორვატმა ნახევარმცველმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მადრიდის "რეალთან" ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.
"ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრავმების გამო ის თამაშობს იმაზე მეტს, ვიდრე მას სურს.
"რეალი" სამომავლოდ ისეთ მოთამაშეებს დაეყრდნობა, როგორებიც ფედე ვალვერდე, ჯუდ ბელინგემი, ედუარდო კამავინგა და ორელიენ ჩუამენი არიან. მოდრიჩისა და კროოსის როლი კი მნიშვნელოვნად შემცირდება.
ხორვატი კარგად ხვდება, რომ მას ძველებური როლი აღარ აქვს, ამიტომ ახალ ხელშეკრულებაზე უარი განაცხადა. თუ
შეგახსენებთ, 38 წლის მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში "სამეფო კლუბის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.
მოდრიჩი ზაფხულში "რეალს" დატოვებს
მოდრიჩის მორიგი მიღწევა - ლუკამ 1997 წლის რეკორდი გააუმჯობესა
მესამე ფეხბურთელი "რეალის" ისტორიაში - ლუკა მოდრიჩის მორიგი მიღწევა