იტალიურმა პრესამ არაერთხელ გვაუწყა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს მიწვევა სურს.
Radio Goal-ის ეთერში, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ იტალიელ სპეციალისტს შეხვდა და ამ თემაზე პირადად ესაუბრა.
"მქონდა შესაძლებლობა, რომ კონტეს შევხვედროდი. მისთვის ეს შანსი ძალიან მიმზიდველია. იცით, რა მითხრა? ადრე თუ გვიან "ნაპოლის" ჩავიბარებ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთო.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტონიო "მილანის" ჩაბარებას დათანხმდა,
შეგახსენებთ, ბოლოს ანტონიო კონტე "ტოტენჰემს" თავკაცობდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
"იცით, კონტე დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს სთხოვს?" - იტალიელი ჟურნალისტი
კვლავ სერია A-ში - ანტონიო კონტე ახალ კლუბს შეუთანხმდა
კონტეს იტალიური გრანდების რიგი დაუდგა - წავა კვარაცხელიასთან თუ ანტონიოს ზლატანი დაითანხმებს?