"კონტემ მითხრა, რომ "ნაპოლის" ჩაიბარებს და..." - იტალიელი ჟურნალისტის სენსაციური ინფორმაცია

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი გუნდს დატოვებს.

იტალიურმა პრესამ არაერთხელ გვაუწყა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს მიწვევა სურს.

Radio Goal-ის ეთერში, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ იტალიელ სპეციალისტს შეხვდა და ამ თემაზე პირადად ესაუბრა.

"მქონდა შესაძლებლობა, რომ კონტეს შევხვედროდი. მისთვის ეს შანსი ძალიან მიმზიდველია. იცით, რა მითხრა? ადრე თუ გვიან "ნაპოლის" ჩავიბარებ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთო.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტონიო "მილანის" ჩაბარებას დათანხმდა,
ეს სიცრუეა", - განაცხადა მაჯომ.

შეგახსენებთ, ბოლოს ანტონიო კონტე "ტოტენჰემს" თავკაცობდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

alt"იცით, კონტე დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს სთხოვს?" - იტალიელი ჟურნალისტი

altკვლავ სერია A-ში - ანტონიო კონტე ახალ კლუბს შეუთანხმდა

altკონტეს იტალიური გრანდების რიგი დაუდგა - წავა კვარაცხელიასთან თუ ანტონიოს ზლატანი დაითანხმებს?

მკითხველის კომენტარები / 7 /
რეზო ძოძუაშვილი იქნებოდა უპრიანი ნაპოლის მწვრთნელად. რეზოს, რომ გამოცდილება აქვს მსოფლიოში ბევრ არა აქვს მაგდენი
zura222
15:03 02-02-2024
15
Orlando Magic-ის მწვრთნელმა გადაწყვიტა ბიტაძის გაშვება. ამიტომ აღარ ათამაშებს. გოგას დამატებით ბევრი გუნდია დაინტერესებული. მსურველთა შორის ფავორიტია Golden State Warriors.
ქ. გ.
14:50 02-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული